ორსულობის კალენდარი
ორსულობის ვადა აითვლება ბოლო ნორმალური მენსტრუაციის პირველი დღიდან. განაყოფიერების დღე ზუსტად არასოდეს არ არის ცნობილი, მაგრამ ათვლის ზუსტი
წერტილი კი საჭიროა და ამ წერტილად იღებენ ბოლო ნორმალური მენსტრუაციის
პირველ დღეს.
ყურადღება! ქვემოთ მოყვანილი კალენდარული ინფორმაცია მოკლედ ასახავს
ნორმალურ, ფიზიოლოგიურად მიმდინარე ორსულობის პროცესს და არავითარ
შემთხვევაში არ ცვლის ექიმის კონსულტაციას და არ უნდა იქნეს გამოყენებული
ექიმთან ვიზიტის თავის არიდებისათვის. გამოკვლევები, რომლებიც მოყვანილია
სხვადასხვა ვადაზე, არის აუცილებელი მინიმუმი,რეალურად მათ საჭიროებას
და მოცულობას განსაზღვრავს მკურნალი ექიმი.
კვირა – 1: რა თქმა უნდა ორსულობა ჯერ არ დაწყებულა, რადგან ახლა თქვენ
მორიგი მენსტრუალური სისხლდენა გაქვთ, მაგრამ გსურთ თუ არა, ორგანიზმმა
უკვე თავიდან დაიწყო მზადება შესაძლო დედობისათვის. თქვენი ნერვული
სისტემა იწყებს ჰორმონალური ფონის გადაწყობას, რათა თქვენი 300 000
კვერცხუჯრედიდან ერთ–ერთი მოამზადოს განაყოფიერებისათვის. ამაზე მიდის
დაახლოებით ორი კვირა. დეტალურად>>
კვირა – 2: მუშაობა გრძელდება. ათასობით კვერცხუჯრედს შორის უკვე
ექოსკოპიურადაც გამოირჩევა "ლიდერი". როგორც წესი ეს ერთი კვერცხუჯრედია,
რომელიც მოთავსებულია განსაკუთრებულ სითხით სავსე ბუშტუკში. მას
გრააფის ბუშტუკსაც უწოდებენ(ფოლიკულსაც). კვირის ბოლოს ეს ბუშტუკი ისე
გაიზრდება, რომ მისი ზედაპირი საკვერცხიდან გამოვა. ყოველივე ეს არის
ოვულაციისათვის მზადება. დეტალურად>>
კვირა – 3: ამ კვირაში გადაწყდება ყველაზე მთავარი – დაიწყება თუ არა
ორსულობა. ოვულაცია მოხდა და კვერცხუჯრედი ფალოპის მილში მზად
არის განაყოფიერებისათვის. უკვე დროა მის სპერმატოზოიდთან შესახვედრად.
თუ შეხვედრამ წარმატებით ჩაიარა, შეგიძლიათ საკუთარ თავს ორსულობა
მიულოცოთ. დეტალურად>>
კვირა – 4: თუ თქვენ ადვილად ღიზიანდებით უმიზეზოდ, ადვილად იღლებით,
სარძევე ჯირკვლები გამკვრივდა, ძუძუს დვრილები ჩვეულებრივზე უფრო
მგრძნობიარეა, ე.ი. ყვითელი სხეული თქვენს საკვერცხეში თავის საქმეს
აკეთებს. დეტალურად>>
კვირა – 5: წინა კვირის შეგრძნებებს დაემატება ახალი: თავის ტკივილი,
გახშირებული შარდვა, ძილიანობა, მადის დაქვეითება, გულისრევის შეგრძნება
და ღებინებაც. უკვე იწყება მოთხოვნა მწნილებზე და მარინადებზე. ყოველივე
ეს ორსულობის ადრეული ტოქსიკოზის შედეგია და მისი მიზეზი თქვენს
ორგანიზმში მიმდინარე ჰორმონული ცვლილებებია. დეტალურად>>
კვირა – 6: თუ თქვენ ადრეული ტოქსიკოზის "მშვენება" გიწერიათ რომ
განიცადოთ, ამ კვირაში გულისრევა გაძლიერდება. ბევრ ქალს უჩნდება
მომეტებული მგრძნობელობა სხვადასხვა სუნებზე, უძლიერდება ნერწყვის
გამოყოფა. სარძევე ჯირკვლების "გადიდების" შეგრძნებას შეიძლება დაემატოს
პერიოდული "ჩხვლეტის" შეგრძნებები იმავე არეში. დეტალურად>>
კვირა – 7: თუ მოულოდნელად შეამჩნიეთ, რომ თქვენი ძუძუს ორეოლები
(პიგმენტური ზონები დვრილების ირგვლივ) გამუქდა, არ გაგიკვირდეთ,
ორსულობისას ჩვეულებრივი ამბავია. დეტალურად>>
კვირა – 8: ტოქსიკოზი ისევ გრძელდება, თქვენი საერთო მდგომარეობა
პრაქტიკულად უცვლელია. თუ თქვენ აქამდე(თვეზე მეტად) უშედეგოდ
ელოდით მორიგ მენსტრუაციას და ექიმისთვის არ მიგიმართავთ, აუცილებლად
მიმართეთ, რათა საბოლოოდ დარწმუნდეთ ორსულად ხართ თუ არა. ორსულობა
რომ არ იყოს, ციკლის ასეთი დაგვიანება შემაშფოთებელია. დეტალურად>>
კვირა – 9: ადვილი შესაძლებელია, რომ თქვენ ისევ ადვილად იღლებით,
გრძელდება გულისრევის შეგრძნება, თავბრუსხვევაც. რა გაეწყობა – ორსულობა
მძიმე სამუშაოა. დააკვირდით თქვენს მკერდს, თუ კანქვეშა ვენები გამოჩნდა,
ე.ი. თქვენ გაქვთ სისხლძარღვების გაფართოებისაკენ მიდრეკილება. ჩვეულებრივ
ეს პრობლემა უფრო გვიან ვადებზე იჩენს ხოლმე თავს. დეტალურად>>
კვირა – 10: თუ თქვენ კიდევ გაწუხებთ ადრეული ტოქსიკოზის გამოვლენები,
გამაგრდით. კიდევ ორიოდე კვირა და თქვენი მდგომარეობა გაუმჯობესებისაკენ
წავა. დეტალურად>>
კვირა – 11: შეიძლება თქვენ უკვე დაიღალეთ საკუთარი მდგომარეობის და
ხასიათის ხშირი ცვლილებით, რომელიც დაახლოებით ისეთივეა, როგორც
მენსტრუაციისწინა სინდრომის დროს. ამისი მიზეზი ისევ და ისევ ჰორმონალური
ცვილებებია. დეტალურად>>
კვირა – 12: ორსულთა უმეტესობისათვის ეს კვირა "ძირეული გარდატეხაა". ამ
დროისათვის ტოქსიკოზის უსიამოვნო გამოვლინებები შესუსტებას
იწყებს. დეტალურად>>
კვირა – 13: კეთილი იყოს თქვენი მობრძანება მეორე ტრიმესტრში! გილოცავთ,
გზის ერთი მესამედი უკვე გავლილია. თუ პროგნოზთა მიუხედავად ტოქსიკოზი
გრძელდება, არ ინერვიულოთ, შვებას სულ მალე იგრძნობთ. დეტალურად>>
კვირა – 14: უცნაურია, მაგრამ ქალების უმეტესობა სწორედ ამ ვადაზე
გაისიგრძეგანებს ხოლმე რომ ორსულია და მალე დედა გახდება, როდესაც
ტოქსიკოზი სუსტდება.დეტალურად>>
კვირა – 15: მაშ ასე, თქვენ უკვე შეხვედით მთავარი გმირის როლში შესანიშნავ
სპექტაკლში, რომელსაც "მეორე ტრიმესტრი" ჰქვია. თქვენი ოჯახის წევრებმაც უკვე
ანგარიში უნდა გაუწიონ ამ ფაქტს.დეტალურად>>
კვირა – 16: ამ კვირაში თქვენ შეიძლება პირველად იგრძნოთ ნაყოფის მოძრაობა.
დეტალურად>>
კვირა – 17: თქვენი ორგანიზმი ზრდის სისხლის მოცულობას, ეს აუცილებელია,
რომ პატარას მზარდი მოთხოვნები საკვებზე და ჟანგბადზე დააკმაყოფილოს.
თქვენს გულს საქმე მოემატა.დეტალურად>>
კვირა – 18: ძილი და დასვენება ჰორიზონტალურ მდგომარეობაში შესაძლოა უკვე
მოუხერხებელიც გახდეს თქვენთვის, რადგან მზარდი საშვილოსნო მუცლის ღრუში
უფრო მეტ ადგილს იკავებს. დეტალურად>>
კვირა – 19: ხომ არ დაივიწყეთ ფსიქოლოგიური მომზადება მშობიარობისათვის
ორსულთა სკოლაში? დეტალურად>>
კვირა – 20: საშვილოსნო სულ უფრო და უფრო ზემოთ მიიწევს და წინაც
გამოდის. ეს მოვლენა უფრო და უფრო გაძლიერდება მშობიარობამდე. შეიძლება
თქვენ უკვე განიცდით სუნთქვის გაძნელებას დეტალურად>>
კვირა – 21: ყველა, ვინც ცდილობს, თქვენი პატარას სქესი დაადგინოს, იყენებს
ჩრდილოელი შამანების ან ჩინელი მკითხავების მეთოდებს დეტალურად>>
კვირა – 22: ორსულობისას სქესობრივი ცხოვრების პრობლემა ხშირად მეუღლეთა
განსჯის თემა ხდება, ხშირადაც ტაბუ აქვს დადებული. ზოგჯერ მეუღლეებს
არცთუ სწორი წარმოდგენა აქვთ ამის შესახებ. დეტალურად>>
კვირა – 23: ეს დრო ფრიად მნიშვნელოვანია გინეკოლოგთან ვიზიტისათვის.
ექიმი თითებით მოახდენს თქვენი მუცლის პალპაციას, რათა გაიგოს საშვილოსნოს
ფუძის დგომის სიმაღლე.დეტალურად>>
კვირა – 24: თქვენი საშვილოსნო უკვე ჭიპზე ოდნავ მაღლაა. ახლა უკვე დროა
გავეცნოთ ნაადრევი მშობიარობის ნიშნებს დეტალურად>>
კვირა – 25: ამ კვირშიც თავს შესანიშნავად გრძნობთ. სასურველია, ცოტა ხანში
შეარჩიოთ საკუთარი მეანი, რომელიც მშობიარობას ჩაატარებს. დეტალურად>>
კვირა – 26: თქვენი მონოპოლია დასრულდა! ახლა თქვენი პატარას მოძრაობის
შეგრძნება შეუძლიათ სხვა ოჯახის წევრებსაც. პირველად აუცილებლად მამა
გაახარეთ. დეტალურად>>
კვირა – 27: ამ პერიოდში შეიძლება შეამჩნიოთ, რომ წონაში სერიოზულად
იმატებთ, მაგრამ გახსოვდეთ, რომ ორსულობისას წონაში მატება 11–13 კგ
ფარგლებში, როგორც წესი საშიში არ არის. წონის მატება ასახავს ორსული ქალის
ორგანიზმში მიმდინარე ფიზიოლოგიურ პროცესებს. დეტალურად>>
კვირა – 28: ვაშა, მესამე ტრიმესტრი დაიწყო! ამ დროიდან საჭიროა, რომ უფრო
ხშირად ხვდებოდეთ თქვენს მეანს. უკვე დროა თქვენი მშობიარობის დეტალებზე
ისაუბროთ სპეციალისტებთან. დროა გაერკვეთ ისეთ დეტალებში, როგორიცაა
მშობიარობის გაუტკივრება, ეპიზიოტომია, სამშობიარო მოქმედების
სტიმულაცია. დეტალურად>>
კვირა – 29: რადგან ნაყოფი იზრდება, თქვენი დისკომფორტი ნელ–ნელა
ძლიერდება. ეს ბუნებრივია, თქვენი შინაგანი ორგანოები ძალზე ვიწროდ
არიან ორსული საშვოლოსნოს გვერდით. დეტალურად>>
კვირა – 30: თქვენ ისევ დისკომფორტს განიცდით. სიმძიმის ცენტრი
გადანაცვლებას აგრძელებს, ამიტომ ყურადღება მიაქციეთ თქვენს პოზას დგომისას
და სიარულისას. დეტალურად>>
კვირა – 31: თქვენი მუცელი ზრდას აგრძელებს, უსიამოვნო შეგრძნებები
მკერდის და მენჯის არეში გრძელდება. ეს ბუნებრივია, მზარდ ნაყოფს სულ უფრო
და უფრო მეტი სივრცე სჭირდება. დეტალურად>>
კვირა – 32: ეს კვირაც ფრიად მნიშვნელოვანია ექიმთან ვიზიტისათვის. ამ
ვადაზე ტარდება რამდენიმე აუცილებელი გამოკვლევა. დეტალურად>>
კვირა – 33: ახლა თქვენ ალბათ უკვე არჩევთ, რით "გირტყამთ" ბავშვი –
მუხლებით თუ იდაყვებით, თუმცა ახლა იგი უფრო ნაკლებად მოძრაობს.
დეტალურად>>
კვირა – 34: თქვენი ორგანიზმი მშობიარობისათვის ემზადება. ხანდახან
საშვილოსნოს შეკუმშვები განსხვავდებიან იმათგან, რომელსაც თქვენ დაეჩვიეთ.
მოდით გავარჩიოთ მშობიარობის ეტაპები დეტალურად>>
კვირა – 35: ორსულობა გრძელდება. შეიძლება ძილი პრობლემად გექცეთ ეს არც
არის გასაკვირი. ტუალეტში ხშირი სიარული და წელის ტკივილები ძილს აძნელებს.
არსებობს აზრი, რომ ეს "ბუნება" გამზადებთ მომავალი "უძილო ღამეებისათვის"
დეტალურად>>
კვირა – 36: ამ კვირიდან მეანი კვირაში ერთხელ უნდა ინახულოთ.
დეტალურად>>
კვირა – 37: ორსულობა უკვე ფინიშის სწორზე გავიდა. ახლა სამშობიარო
მოქმედება რომც დაიწყოს, ექიმები არც ეცდებიან მის შეჩერებას. დეტალურად>>
კვირა – 38: შეიძლება ხანდახან გაგიჩნდეთ შეგრძნება, თითქოს დენი გადის
მუცლის ქვედა მხრიდან ფეხებისაკენ. ეს იმითაა გამოწვეული, რომ ნაყოფი ჩადის
ქვემოთ მენჯისაკენ და აწვება ნერვულ დაბოლოებებს. დეტალურად>>
კვირა – 39: თქვენ უკვე საკმაოდ ზუსტად შეგიძლიათ იგრძნოთ საკუთარ
ორგანიზმში მიმდინარე ცვლილებები. მოდით ვისაუბროთ მშობიარობის
მოახლოების ნიშნებზე. დეტალურად>>
კვირა – 40: თქვენი ორგანიზმი დიდი ხანია ემზადებოდა ამ მომენტისათვის და
აი, ისიც დადგა. თუმცა უნდა ავღნიშნოთ, რომ ეს თარიღი არასოდეს არ არის
აბსოლუტურად ზუსტი. დეტალურად>>
|