ელექტრონული სამედიცინო ბარათი  | მხოლოდ ჩვენთან | ორსულობის კალენდარი | ორსულობის კალკულატორი |    კონკურსები | ორსულობისას ჩასატარებელი გამოკვლევები| სამედიცინო ტექნიკა | ვაკანსიები |
 
 

კარდიოლოგიური მომსახურება “მედეა”–ში

სამედიცინო ცენტრ “მედეაში” დამონტაჟდა თანამედროვე კარდიოლოგიური აპარატურა. მართალია ჩვენი წამყვანი მიმართულება იყო და არის მეანობა–გინეკოლოგია, მაგრამ კარდიოლოგიური აპარატურის შეძენა და დამონტაჟება განაპირობა გაზრდილმა მოთხოვნამ კარდიოლოგიურ სამედიცინო მომსახურებაზე.  

ამჟამად სამედიცინო ცენტრი მედეაში ამბულატორიული კარდიოლოგიური გამოკვლევების სრული სპექტრია წარმოდგენილი: ეკგ, ექოკარდიოგრაფია, ჰოლტერის მონიტორირება და ეკგ ველოერგომეტრზე დატვირთვით (ტრედმილზე გამოკვლევის ანალოგი).

 

ციფრული ელექტროკარდიოგრაფი ეკგ ავტომატური ანალიზით

12 არხიანი ჰოლტერის მონიტორი

მაღალი კლასის ექოკარდიოგრაფი HP Sonos 5500

ციფრული ელექტროკარდიოგრაფი საშუალებას აძლევს ექიმს უფრო ზუსტად გაზომოს კარდიოგრამის პარამეტრები და ნაკლებად ამახინჯებს გამოსახულებას, რითაც მნიშვნელოვნად ზრდის დიაგნოსტიკის ხარისხს.

ჰოლტერის მონიტორი არის პორტატული კარდიოგრაფი, რომელიც მაგრდება პაციენტის სხეულზე და იწერს კარდიოგრამას 24 საათის განმავლობაში. მისი საშუალებით ექიმს შეუძლია გამოიკვლიოს გულის მუშაობა ჩვეულებრივ საყოფაცხოვრებო პირობებში – მოძრაობა, ფიზიკური დატვირთვა (მაგ: კიბეებზე ასვლა), ძილი და ა.შ. 24 საათიანი ჩანაწერის შესწავლა მხოლოდ სპეციალური კომპიუტერული პროგრამის საშუალებით არის შესაძლებელი. ჰოლტერის მონიტორით შეიძლება გამოვავლინოთ ბევრი პათოლოგია, რომელიც არ ჩანს ჩვეულებრივ მოსვენებულ მდგომარეობაში გადაღებულ კარდიოგრამაზე. ეს გამოკვლევა მნიშვნელოვანია სტენოკარდიების, არითმიების დიაგნოსტიკისას.

აქამდე თბილისში არსებული ჰოლტერის მონიტორები 3 და 6 არხიანებია, ჩვენს მიერ შეძენილია ჰოლტერი არხების მაქსიმალური (12 არხი) რაოდენობით, რაც მკვეთრად ამაღლებს დიაგნოსტიკის ხარისხს. 

სტრეს ეკგ საშუალებით შეიძლება დავაკვირდეთ გულის მუშაობას ფიზიკური დატვირთვის პროცესში და ადრეულ სტადიაზე აღმოვაჩინოთ გიდ (გულის იშემიური დაავადებები).

განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია HP Sonos 5500 – სპეციალიზებული ექოსკოპი გულის გამოსაკვლევად. მას აქვს ყველა თანამედროვე სკანირების რეჟიმი – ფერადი და ენერგეტიკული დოპლერი, ქსოვილოვან–ჰარმონიული გამოსახულება, 3D და ა.შ. HP Sonos 5500 ამჟამად თბილისში საუკეთესოა თავისი ტექნოლოგიური შესაძლებლობებით. მისი საშუალებით შესაძლებელია კორონა­რული არტერიების ვიზუალიზაციაც კი, თუმცა კორონაროგრაფიის შეცვლა ულტრასონოგრაფიას ჯერ არ შეუძლია.

კარდიოლოგიურ პაციენტებს მოემსახურებიან ექიმები მაია მუსერიძე და გელა ლაცაბიძე.

ექოკარდიოგრაფიას ატარებს გამოცდილი ექოსკოპისტი, ამ საქმის ექსპერტი ბ–ნი გია ნაზღაიძე.

განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ქალთა კარდიოლოგიას. ორსულობისას კარდიოლოგიური პრობლემები მხოლოდ რთულდება და ორსულობის მშვიდობიანი დასრულებისათვის მეანის მჭიდრო ურთიერთობა კარდიოლოგთან, რომელსაც ორსულებთან მუშაობის გამოცდილება აქვს, ძალზე მნიშვნელოვანია.

 ჩვენს კლინიკაში კარდიოლოგიურ პრობლემებიანი ორსულების შედარებით დიდი რაოდენობა განაპირობა იმ ფაქტმა, რომ ჩვენი ორსულების დიდი ნაწილი გვიანი რეპროდუქციული ასაკისაა სადაც ხშირად ორსულობის მისაღწევად დამხმარე რეპროდუქციული ტექნოლოგიებია (ინსემინაცია, ინ–ვიტრო) საჭირო. თავისთავად ამ ტექნოლოგიების გამოყენება არ იწვევს კარდიოლოგიური პრობლემების მატებას, მაგრამ დამთხვევას ნამდვილად აქვს ადგილი – გვიან რეპროდუქციულ ასაკში ხშირდება კარდიოლოგიური პრობლემებიც და იზრდება დამხმარე რეპროდუქციულ ტექნოლოგიების საჭიროება. 

გარდა ამისა ცალკე პრობლემაა პოსტმენოპაუზალური ასაკის ქალბატონები, როდესაც ასევე ხშირდება კარდიოლოგიური პრობლემები. ჩვენს კარდიოლოგებს აქვთ ასეთ პაციენტებთან მუშაობის გამოცდილება, რის გამოც "მედეა" პრაქტიკულად უალტერნატივო კლინიკაა კარდიოლოგიური პრობლემების მქონე ქალბატონებისათვის;

 

    © Medea.Ge All Rights Reserved                                                                                                                 Created By Tsotne Chitiashvili