ულტრაბგერითი
დიაგნოსტიკა – ჩვენი შესაძლებლობები
სამწუხაროდ, კიდევ ერთხელ გვიწევს თავის მართლება შედარებით
დაბალი ფასების გამო, მაგრამ სჯობია ჩვენი პოზიცია დავასაბუთოთ,
ვიდრე ფასები გავზარდოთ.
ამ სტატიით გვინდა
პასუხი გავცეთ იმ პაციენტებს და “ექიმებს”, რომლებსაც ჰგონიათ,
რომ რადგან ექოსკოპია ჩვენთან შედარებით ნაკლები ღირს და ყოველ
წუთს არ ხდება “ულტრათანამედროვე”, “ქსოვილოვანი ჰარმონიკა”,
“ფერადი დოპლერი”, “ენერგეტიკული დოპლერი” და “ოთხგანზომილებიანი”
ტერმინებით მარიაჟობა, ან მოძველებული აპარატურა გვაქვს ან რაიმე
პრობლემა გვაქვს ულტრაბგერით დიაგნოსტიკაში.
სინამდვილეში კი
საქმე სწორედ პირიქითაა, ჩვენ პაციენტს მხოლოდ მაქსიმალურად კარგს
შეძლებისდაგვარად დაბალ ფასში ვთავაზობთ და ვერანაირად ვერ
გავითვალისწინებთ იმ მოსაზრებას, რომ რადგან ძვირია, ე.ი.
საუკეთესოა, ან საუკეთესო აუცილებლად მაქსიმალურად ძვირად უნდა
დავაფასოთ.
გარდა ამისა, არც
იმის თქმა შეიძლება, რომ ჩვენი კლინიკა “იაფია”; ფასები რაც გვაქვს
სრულებითაც არ გვეიაფება და დიდი სურვილიც გვაქვს კიდევ დაკლების,
მაგრამ თავზეით ძალა არ არის. ტექნიკას, დიაგნოსტიკუმებს და
რეაქტივებს არავინ გვჩუქნის და ყველა თანამშრომელს ოჯახი ჰყავს
შესანახი.
პირველ რიგში გვინდა
გავამახვილოთ ყურადღება იმაზე, თუ რითი ხდება თავის მოწონება და
რეკლამირება. როგორც მოგახსენეთ ეს აპარატების ტექნოლოგიური
შესაძლებლობებია–ფერადი და ენერგეტიკული დოპლერი, ქსოვილოვან
–ჰარმონიული გამოსახულება, სამი და ოთხი განზომილება.
რა თქმა უნდა
ტექნოლოგიები ძალიან კარგია, მაგრამ პირველ რიგში ყველაზე
მთავარი არის ტექნიკურად გამართულია თუ არა აპარატი და შეესაბამება
თუ არა მათი პარამეტრები საქარხნო მონაცემებს, რაც რეალურად
უდიდესი პრობლემაა თბილისში, რადგან აქ არ არსებობს არცერთი
ავტორიზებული სერვის ცენტრი. თბილისში რეალური მეტროლოგიური
სერვისის არსებობის შემთხვევაში, ექოსკოპების 70% გასაჩერებელი
აღმოჩნდებოდა. მათ შორის ბევრი ისეთიც, რომლითაც ძალიან მოაქვთ
თავი პატრონებს.
ჩვენს აპარატებს
ყველას აქვს “Service Manual” -
ტექნიკური
მომსახურების
ინსტრუქცია
ინჟინრებისათვის, რომელიც საშუალებას გვაძლევს ტექნიკა ვიქონიოთ
დაკალიბრებული და გამართულ მდგომარეობაში. ეს იმიტომ, რომ
აპარატების შეძენისას ამ პირობას აუცილებლად ვუყენებდით გამყიდველს
და თუ ასეთი ინსტრუქცია არ აქვს, მისგან აპარატს არ ვყიდულობთ.
ჩვეულებრივ ეს ინსტრუქცია მხოლოდ სერვის–ცენტრებს აქვთ და
მომხმარებელს (კლინიკებს) არ ეძლევა აპარატის შეძენისას.
თუ გაინტერესებთ
სცადეთ და მოსთხოვეთ სხვა ქებულ–რეკლამირებული კლინიკების
ექოსკოპისტებს “Service Manual”, მსგავსს ვერაფერს წარმოგიდგენენ
– გაჩვენებენ მხოლოდ “User’s Guide”-ის ტიპის ინსტრუქციას, რომელიც
ექიმის სახელმძღვანელოა. ასეთი ტიპის სახელმძღვანელოში აღწერილია
მხოლოდ ის, თუ როგორ უნდა იმუშაოს ექიმმა და არაფერი არ არის
ნათქვამი აპარატის შეკეთებაზე დაზიანებისას ან მის რეგულირებაზე და
ტექნიკური მდგომარეობის კონტროლზე, რაც ინჟინრის მოვალეობას
წარმოადგენს. ალბათ ხვდებით რა დიდი მნიშვნელობა აქვს აპარატის
ტექნიკურ მდგომარეობას დიაგნოსტიკისათვის.
შეგიძლიათ იგივე
მოითხოვოთ ჩვენთან –“Service Manual”–ებს გაჩვენებთ, წაგაკითხებთ
კიდეც, მაგრამ ვერც გაგატანთ და არავითარი კოპირება. ფაქტია რომ
ეს დოკუმენტაცია დღეს ჩვენს უპირატესობას განაპირობებს.
რაც არ უნდა კარგი
და გამართული იყოს ტექნიკა, ის არაფერს წარმოადგენს კვალიფიციური
ექიმების გარეშე. ჩვენს ექიმებს გარდა კლინიკური გამოცდილებისა,
გააჩნიათ ულტრაბგერითი სკანირების აპარატურის ღრმა ცოდნა. ისინი
კარგად ერკვევიან ამ ურთულესი ტექნიკის პარამეტრებსა და
შესაძლებლობებში, და სწორედ ამიტომ შეუძლიათ აპარატურის ეფექტური
გამოყენება. ექიმების განათლებას და ინფორმირებას ამ მხრივ
უზრუნველყოფს ჩვენი საინჟინრო სამსახური;
ჩვენ გვაქვს 3
ულტრაბგერითი დიაგნოსტიკის აპარატი:
-
ALoka SSD 650 CL
- ამ აპარატის ვიყენებთ მხოლოდ გინეკოლოგიურ სამანიპულაციოში
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად და ულტრაბგერით დამიზნებითი
პუნქციების ჩასატარებლად, მათ შორის კვერცხუჯრედის
ასპირაციისათვის ინ–ვიტრო განაყოფიერებისას
-
Toshiba
PowerVision 6000 –
ძირითადი
აპარატი ულტრაბგერითი დიაგნოსტიკისათვის
-
HP Sonos 5500 –
სპეციალიზებული ულტრაბგერითი სკანერი გულის ექოსკოპიისათვის;
|
|
|
Aloka 650 CL |
Toshiba PowerVision 6000 |
HP Sonos 5500 |
ახლა მოგახსენებთ
ჩვენს ტექნოლოგიურ შესაძლებლობებზე – ჩვენ გვაქვს ქსოვილოვანი
ჰარმონიკაც, ფერადი და ენერგეტიკული დოპლერებიც და სისხლძარღვთა
სამგანზომილებიანი ვიზუალიზაციის საშუალება, მაგრამ რაც მთავარია
ჩვენ აპარატებს აქვს ძალიან კარგი B რეჟიმი, რუხი შკალის 256
გრადაციით, რომელიც შემოწმებულია და კალიბრებული და არ უნდა
დაგვავიწყდეს, რომ სასარგებლო ინფორმაციის 90%–ს
მეანობა–გინეკოლოგიაში სწორედ B რეჟიმი იძლევა.
მაშინ რატომ არ
ხდება ამ რეჟიმით თავის მოწონება, იკითხავს მკითხველი. საქმე
იმაშია, რომ ეს რეჟიმი უნდა ჰქონდეს აბსოლუტურად ყველა ექოსკოპიის
აპარატს, მაგრამ ამ რეჟიმში კარგი გამოსახულების მოცემა და
წარმონაქმნების ზომების ზუსტი განსაზღვრა შეუძლიათ მხოლოდ
ტექნიკურად გამართულ და სწორად კალიბრებულ აპარატებს.
როგორც უკვე
ავღნიშნეთ, ჩვენ გვაქვს საშუალება გვაძლევს ტექნიკა ვიქონიოთ
დაკალიბრებუ-ლი
და გამართულ მდგომარეობაში. ჩვენი ეკრანები რეალურად იძლევა 256
რუხი შკალის გრადაციას და გაზომვას აწარმოებს 1 მმ სიზუსტით.
ქსოვილოვანი ჰარმონიკა – ანუ გაძლიერებული კონტრასტირებული
გამოსახულება და ფერადი და ენერგეტიკული დოპლერები, რომლებიც
სისხლის მიმოქცევის შესასწავლად გამოიყენება, ჩვენს აპარატებს
აქვს. დოპლერის მგრძნობელობა და სიზუსტე საქარხნო ნორმის
ფარგლებშია.
რაც შეეხება
“ოთხგანზომილებიან” გამოსახულებას, სინამდვილეში ასეთი რამ
ბუნებაში არ არსებობს. ოთხგანზომილებიანი ჰქვია სამგანზომილებიან
ვიდეოგამოსახულებას, რომელშიც წამში 25 კადრია. ასეთი აპარატების
გადამწოდების არხთა ნაწილი პარალელური ბრტყელი გამოსახულების
შექმნით არის დაკავებული, რომელთა რეკონსტრუქციითაც ახდენს
აპარატის პროცესორი სამგანზომილებიან გამოსახულების ფორმირებას.
სწორედ ამის გამოც აპარატი თავის გარჩევისუნარიანობას მაქსიმალურად
ვერ იყენებს. ე.ი. ჭრილში მისი 4D გადამწოდების
გარჩევისუნარიანობა ბევრად უფრო ნაკლებია, ვიდრე ჩვეულებრივი
გადამწოდების. რეალურად კი ჭრილის დიაგნოსტიკური მნიშვნელობა
ბევრად უფრო მაღალია, ვიდრე სამგანზომილებიან გამოსახულების.
მართალია, ჩვენ უკვე გვაქვს
ოთხგანზომილებიანი კვლევის საშუალებაც - ასეთი
შესაძლებლობის მქონე Phillips-ის
აპარატი დგას ჩვენს ვარკეთილის ფილიალში, მაგრამ მიგვაჩნია რომ
ეს უფრო შოუს მომენტია, ვიდრე კლინიკური დიაგნოსტიკის. ასე რომ
ვისაც ძალიან ეჩქარება მომავალი პატარას სახის ნაკვთების დანახვა,
შეგიძლიათ ჩვენს ვარკეთილის ფილიალს მიმართოთ. ჩვენ “ოთხგანზომილებიან”
ექოში პაციენტს 100 ლარს
არ გადავახდევინებთ, როგორც “მაღალი
ხარისხისა და დაბალი ფასების” მქონე კლინიკებში იქცევიან.
განსაკუთრებული
აღნიშვნის ღირსია HP Sonos 5500 - ეს არის სპეციალიზებული
კარდიოექოსკოპი. გარდა იმისა რომ ეს მანქანაც ტექნიკურად
გამართულია და პარამეტრები საქარხნო ნორმებშია, თბილისში
ტექნოლოგიური შესაძლებლობებით უკეთესი მანქანა არ არსებობს. მისი
საშუალებით შესაძლებელია კორონარული არტერიების ვიზუალიზაციაც კი,
თუმცა კორონაროგრაფიის შეცვლა ულტრასონოგრაფიას ჯერ არ შეუძლია.
ფაქტია, რომ
თბილისში საუკეთსო კარდიოექოსკოპი დღეს “მედეაში” დგას. ჩვენ არ
ვთვლით რომ ეს ჩვენი დიდი პლიუსია, ეს უფრო კარდიოლოგიური
კლინიკების მინუსს წარმოადგენს.
ამავე დროს
კარდიოლოგია ჩვენი წამყვანი მიმართულება სულაც არ არის. კარგი
კარდიოექოსკოპის შეძენა განაპირობა იმ ფაქტმა, რომ ორსულობისას
კარდიოლოგიური პრობლემები მხოლოდ რთულდება და ორსულის გულის
გამოსაკვლევად მხოლოდ ეკგ და ექოკარდიოგრაფია რჩება. დატვირთვის
ტესტების (ტრედმილი, ველოერგომეტრია) გამოყენება ორსულობისას
მთლიანად გამორიცხულია.
თავისთავად ცხადია,
რადგან ასეთი კარდიოექოსკოპი გვიდგას, ყველა კარდიოლოგიურ პაციენტს
ვემსახურებით, არა მარტო ორსულებს.
რაც შეეხება
შედარებით დაბალ ფასებს ექოსკოპიაზე, ეს გამოწვეულია ორი ფაქტორით
– ოფისის ღირებულება გარეუბანში დაბალია და მეორეც ჩვენ ვახერხებთ,
ჩვენს კონკურენტებზე უფრო იაფად შევიძინოთ ულტრაბგერითი ტექნიკა,
თუ როგორ, ეს უკვე ჩვენი საქმეა და თუ გნებავთ, თქვენც
შეგაძენინებთ ექოსკოპიის აპარატს უფრო იაფად, ვიდრე ვინმე სხვა
შემოგთავაზებთ თბილისში.
ასე რომ, რეალურად
ჩვენი უპირატესობებია:
-
კვალიფიციური
ექოსკოპისტები,
-
თანამედროვე
აპარატები ყველა საჭირო სადიაგნოსტიკო რეჟიმებით,
-
აპარატების
გარანტირებული ტექნიკური გამართულობა;
-
საუკეთესო
“ფასი/ხარისხი” შეფარდება;
|