ელექტრონული სამედიცინო ბარათი  | მხოლოდ ჩვენთან | ორსულობის კალენდარი | ორსულობის კალკულატორი |    კონკურსები | ორსულობისას ჩასატარებელი გამოკვლევები| სამედიცინო ტექნიკა | ვაკანსიები |
 

 

ცილის კონტროლი მესამე ტრიმესტრში

ორსულობის მესამე ტრიმესტრში, როდესაც საშვილოსნოს ზომები უკვე ძალიან დიდია, განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს თირკმელების მდგომარეობა. გადიდებული საშვილოსნო თირკმელებზე  კომპრესიას ავითარებს და ხშირია პრეეკლამპსია, რომლის ერთ–ერთი ნიშანი შარდში ცილის არსებობაა.

შეიძლება ითქვას, რომ პირველადორსულების უმეტესობა და ყოველი მეათე ორსული მსგავსი პრობლემების წინაშე დგება.

მესამე ტრიმესტრში შარდში ცილის კონტროლის მნიშვნელობა იმდენად დიდია, რომ განვითარებულ ქვეყნებში მესამე ტრიმესტრში შარდის ანალიზი კვირაში ერთხელ ტარდება. კომუნისტებისდროინდელი ქალთა კონსულტაციები ორსულის შარდის ანალიზს ასევე კვირაში ერთხელ ატარებდნენ მესამე ტრიმესტრში.

ეს ყველაფერი ფიზიოლოგიურ ორსულებს შეეხებათ, თორემ თუ შარდში ცილა აღმოჩნდა, უფრო ინტენსიური, პრაქტიკულად ყოველდღიური მონიტორინიგია საჭირო.

დღეს კვირაში ერთხელ (და ზოგჯერ უფრო ხშირადაც) შარდის ანალიზი ქართველი ორსულისათვის შეიძლება საკმაოდ ძვირი სიამოვნება გამოდგეს. ამიტომ ჩვენ გთავაზობთ ამ სიტუაციიდან იაფ და მარტივ გამოსავალს – შარდის საანალიზო ტესტ–ჩხირების გამოყენებას:

 კოლოფში 100 ტესტ–ჩხირია და მისი ფასი 40 ლარია. მისი საშუალებით შეიძლება ყოველდღიურად შარდში ცილის (და კიდევ რამდენიმე პარამეტრის) რაოდენობრივი კონტროლი. ტესტ–ჩხირი ფერად რეაქციაზეა დამყარებული.

ერთი განსაზღვრის ფასი 4 თეთრია. ეს ტესტ–ჩხირები განსაკუთრებით გამოადგებათ იმ ორსულებს, რომელთაც შარდში ცილა აღმოაჩნდათ და შემდგომი მდგომარეობის ყოველდღიური კონტროლია საჭირო.  

ეს ტესტ–ჩხირები ორსულების გარდა გამოადგებათ ფენილკეტონურიით დაავადებულ ადამიანებსაც, რადგან მისი საშუალებით კეტონების განსაზღვრაც არის შესაძლებელი.

ტესტ ჩხირებს ყიდის ჩვენი პარტნიორი კომპანია BioMar-Georgia, პოლონური კომპანია BioMar Diagnostyka-ს წარმომადგენელი საქართველოში. ტესტ–სისტემის შეძენა შეიძლება ჩვენს ოფისში ან შეკვეთა შესაძლებელია ელ. ფოსტით: secretary@biomar.ge მეილით შეკვეთისას მიუთითეთ თქვენი ტელეფონი და კოორდინატები. თბილისის ფარგლებში ადგილზე მიტანის ღირებულება 5 ლარია.

შენიშვნა: თვალით შეფასებული ტესტ–ჩხირების ფერადი რეაქცია არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ჩაითვალოს სრულფასოვან ანალიზად. ტესტ–ჩხირით შარდის ყოველდღიური გამოკვლევა წარმოადგენს ლაბორატორიული გამოკვლევის ძალიან ინფორმატიულ დამატებას, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ჩაითვალოს ლაბორატორიული გამოკვლევის ალტერნატივად.

სათავეში

 

    © Medea.Ge All Rights Reserved                                                                                                                 Created By Tsotne Chitiashvili