მარილის მიღება ორსულობისას
ამ თემაზე ბევრი შეკითხვა მოვიდა, ამიტომ პასუხს საიტზეც ვაქვეყნებთ.
ორსულობის პერიოდში სწორ კვებას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. მარილის მიღებაზე ადრე გავრცელებული იყო აზრი, რომ ორსულმა საჭიროა რაც შეიძლება ნაკლები მარილი მიიღოს, მაგრამ როგორც შემდგომი გამოკვლევებით გამოირკვა, თუ ორსულობა გართულებების გარეშე მიმდინარეობს, მარილის შეზღუდვის აუცილებლობა არ არსებობს. თუ არ გაქვთ პრობლემები თირკმელების მხრიდან, პრეეკლამპსია და სხვ, შეგიძლიათ მარილი(სასურველია იოდიზირებული) ჩვეულებრივი დოზით მიიღოთ. ასე, რომ თუ მკურნალმა ექიმმა არ დაგინიშნათ უმარილო დიეტა, შეგიძლიათ მარილი რაციონში არ შეზღუდოთ.
|