როდის არის საჭირო საშვილოსნოსშიდა ინსემინაცია?
საშვილოსნოსშიდა ინსემინაცია უშვილობის მკურნალობის ერთ–ერთი ფართოდ გავრცელებული მეთოდია, როდესაც მამაკაცის გაწმენდილი სპერმატოზოიდები შეჰყავთ საშვილოსნოს ღრუში, რითაც მცირდება სპერმის მიერ გასავლელი მანძილი კვერცხუჯრედამდე, ერთდროულად გადალახულია საშვილოსნოს ყელის ლორწოს ფილტრი და იზრდება განაყოფიერების ალბათობა.
ინსემინაციის ჩვენებებია
მამაკაცის მხრიდან
სპერმის დაბალი აქტივობა – როდესაც სპერმაში შემცირებულია მოძრავი და ნორმალური მორფოლოგიის მქონე სპერმატოზოიდების რაოდენობა
- ეაკულაციურ–სექსუალური დარღვევები
ქალის მხრიდან
საშვილოსნოს ყელის ფაქტორით გამოწვეული უშვილობა – როდესაც საშვილოსნოს ყელის ლორწოს თვისებების ცვლილების გამო (მომეტებული სიბლანტე, არანორმალური pH), არ ხდება სპერმატოზოიდების გატარება
- საკვერცხეების სტიმულაციის აუცილებლობა – ამ დროს ხშირად მიმართავენ ინსემინაციას, რათა გაზარდონ განაყოფიერების ალბათობა
- ვაგინიზმი
|