როგორ ხდება სპერმის დამუშავება ინსემინაციისათვის?
ინსემინაციის წინ სპერმის დამუშავება აუცილებელია, რადგან საშვილოსნოსშიდა ინსემინაციის დროს სპერმა აღარ გადის საშვილოსნოს ყელის ლორწოში, რომელიც ბუნებრივ ფილტრს წარმოადგენს. გაუწმენდავი სპერმის საშვილოსნოს ფუძეში მოხვედრამ შეიძლება მრავალი გართულება გამოიწვიოს, რომელთაგან ყველაზე უფრო საშიში ანაფილაქსიური შოკია.
არსებობს სპერმის დამუშავების რამდენიმე მეთოდი, რომელთაგან ჩვენ ვიყენებთ ე.წ. Swim-up მეთოდს. ეს მეთოდი უფრო ხანგრძლივია – დამუშავებას დაახლ. 1,5 სთ სჭირდება, მაგრამ ნაკლებად ტრავმულია სპერმატოზოიდებისათვის. სპერმის დამუშავებისათვის გამოიყენება შვედური ფირმა Nidacon-ის წარმოების არეები
|
|
PureSperm ReadySwim |
PureSperm SpermAssist |
სპერმა თავსდება 37°C-ზე 20–25 წუთის განმავლობაში გასათხევადებლად (იხ. მწარმოებლის მოყვანილი სქემა ქვემოთ), შემდეგ 1 მლ სპერმა თავსდება მრგვალძირიან სინჯარაში და ემატება 1,2 მლ ReadySwim ხსნარი. თუ ცნობილია, რომ სპერმის აქტივობა დაბალია, მაშინ ეაკულატი ნაწილდება 2–4 სინჯარაში თითო მლ მოცულობის და ყოველ მათგანს ემატება 1,2 მლ ReadySwim ხსნარი. დამატება უნდა მოხდეს ფრთხილად, რომ ხსნარი სპერმა ს არ შეერიოს. სინჯარა დაიხრება 45°–ით და 1 სთ თავსდება 37°C-ზე. ამ დროს აქტიური სპერმატოზოიდები გადადიან სპერმიდან ReadySwim ხსნარში. დროის გავლის შემდეგ ხდება 1მლ ReadySwim ხსნარის ასპირაცია და გადატანა ცენტრიფუგის სინჯარაში, შემდეგ კი ცენტრიფუგირება 5 წთ განმავლობაში 500g -ზე. ამის შემდეგ ვაქცევთ სუპერნატანტს წაროშობილი ნალექის 1 მმ–ის ზევით. ნალექში რჩება აქტიური სპერმატოზოიდები. თუ რამდენიმე სინჯარაში ერთდროულად მოხდა სპერმის დამუშავება, დარჩენილი ნალექები ხსნართან ერთად იკრიბება და ზავდება SpermAssist კულტურალური არეთი ისე, რომ საბოლოო მოცულობა 0,5–0,7 მლ– გამოვიდეს
|
სპერმის დამუშავება SwimUp მეთოდით (Nidacon International) |
გარდა ამ მეთოდისა, არსებობს ე.წ. გრადიენტული მეთოდი,
როდესაც აქტიური სპერმატოზოიდების გამოყოფა
ხდება გრადიენტით. გრადიენტული მეთოდი უფრო რთული და ძვირია,
მაგრამ უფრო ეფექტური და ამიტომ სუბფერტილური სპერმის
შემთხვევაში სწორედ გრადიენტული მეთოდია მიზანშეწონილი.
გრადიენტული მეთოდის გამოყენებისას
გრადიენტში ფილტრაციისათვის გამოიყენება Puresperm 80
და Puresperm 40
ხსნარები, ხოლო გაფილტრული სპერმატოზოიდების გასარეცხად და
საჭირო კონცენტრაციამდე მისაყვანად კი Puresperm Wash;
|
|
Puresperm 80 |
Puresperm Wash |
გრადიენტული მეთოდით სპერმა შემდეგნაირად
მუშავდება: კონუსური ერთჯერადი სინჯარის ფსკერზე თავსდება 2 მლ
Puresperm 80 სითხე(1),
რომელსაც ზემოდან ფრთხილად ესხმება 2 მლ Puresperm
40 (2), მესამე ეტაპზე ემატება 1,5 მლ
სპერმა(3) და შემდეგ ცენტრიფუგდება 300 g-ზე
20 წთ განმავლობაში(4). ცენტრიფუგირების შემდეგ ვიღებთ
სუპერნატანტს და ძირზე ვტოვებთ დაახლ. 250 მკლ სითხეს ნალექთან
ერთად(5). ამის შემდეგ ნალექი გადაგვაქვს ახალ სინჯარაში, სადაც
უკვე არის დამატებული 5 მლ Puresperm Wash
(6), ვაზავებთ და ვაცენტრიფუგებთ 500 g-ზე
10 წთ (7), ვაშორებთ სუპერნატანტს (8), ისე რომ ვტოვებთ მხოლოდ
ნალექს, თუ ნალექი არ ჩანს, ვტოვებთ დაახლ. 200 მკლ სითხეს
ძირზე, შემდეგ კი ვაზავებთ ისევ Puresperm Wash
– ის ახალი პორციით (9),
|
სპერმის დამუშავება
გრადიენტული მეთოდით |
დამუშავებული სპერმა სპეციალური საინსემინაციო კათეტერით შეჰყავთ საშვილოსნოს ღრუში. ჩვენ ვიყენებთ ისრაელის წარმოების mackler ფირმის საინსემინაციო კათეტერსა და მოწყობილობას. კათეტერი ატრავმულია და მისი ჩადგმა სრულიად უმტკივნეულოა.
|