ელექტრონული სამედიცინო ბარათი  | მხოლოდ ჩვენთან | ორსულობის კალენდარი | ორსულობის კალკულატორი |    კონკურსები | ორსულობისას ჩასატარებელი გამოკვლევები| სამედიცინო ტექნიკა | ვაკანსიები |
 


რატომ იძლევა სხვადასხვა ლაბორატორია განსხვავებულ პასუხებს?

ლაბორატორიული გამოკვლევების შედეგები, განსაკუთრებით რაოდენობრივი და ნახევრადრაოდენობრივი ხშირად ხდება განსჯის, პაციენტებისა და ხშირად ექიმების დეზორიენტაციის მიზეზი. რა თქმა უნდა მოკლე ინტერნეტ–სტატიაში შეუძლებელია საკითხის ყველა ასპექტის განხილვა, მაგრამ ჩვენ მაინც ვცადოთ. რეალურად შეცდომები არც ისე ბევრია, როგორც ხდება ამ შემთხვევების გაბუქება და გაპიარება. 

1.ფიზიოლოგიური ცვლილება.  უნდა გვახსოვდეს, რომ ცოცხალი ადამიანის მდგომარეობის ფიზიოლოგიური მახასიათებლები შეიძლება შეიცვალოს, ამიტომ რაოდენობრივი მახასიათებლები გუშინ, დღეს და ხვალ არ იქნება ერთნაირი. მაგალითად, თუ გუშინ სისხლში გლუკოზის მაჩვენებელი იყო უზმოზე 90, დღეს 98 და ხვალ 84 აღმოჩნდა, ამაში ლაბორატორიას ნუ დავადანაშაულებთ. სამივე შემთხვევაში დიაბეტზე ლაპარაკი ზედმეტია და განსხავების მიზეზი შეიძლება არის ნაწილობრივ დასაშვები ცდომილება გაზომვაში და ასევე ადამიანის ფიზიოლოგიური მდგომარეობის ცვლილება.

2. ანალიზის შედეგებს შორის განსხვავების არასწორი და არაობიექტური შეფასება. ამ მხრივ ხშირად სცოდავენ როგორც პაციენტები (ვერ ერკვევიან რიცხვითი განსხვავების მნიშვნელობაში), ასევე ექიმები და ლაბორანტები, როდესაც კონკურენტი ლაბორატორიის შედეგს ხედავენ. განსაკუთრებით ეს შეეხება ნახევრადრაოდენობრივ მეთოდების შედეგთა ინტერპრეტაციას.

მაგალითად, რაოდენობრივ იმუნოფერმენტულ ანალიზს 15%–მდე აქვს ცდომილება, და როდესაც ერთი ლაბორატორია პროსტატის სპეციფიკური ანტიგენის შედეგს იძლევა 8,1, ხოლო მეორე 9,4–ს, ხოლო დასაშვები ნორმის ზედა ზღვარი არის 4,2, არ შეიძლება განსხვავებაზე საუბარი. ჯერ ერთი, ეს განსხვავება დასაშვებ ნორმას არ სცდება, მეორეც ორივე ლაბორატორია ადასტურებს, რომ ანტიგენის მნიშვნელობა მაღალია და რაც მთავარია, ეს სხვაობა მკურნალობის ტაქტიკას არ ცვლის. ძალიან ხშირად ასეთი განსხვავებების გაბუქება ხდება შემსრულებლების და ექიმების მიერ, რათა პაციენტის თვალში დააკნინონ კონკურენტი, მაგრამ სინამდვილეში პრაქტიკულად ერთი და იგივე შედეგია მიღებული.

გაცილებით უარესი სიტუაციაა ნახევრადრაოდენობრივი მეთოდების გამოყენებისას. მაგალითად, ერთმა ლაბორატორიამ აჩვენა ციტომეგალოვირუს IgG -ს მნიშვნელობა 400, მეორემ 250, ხოლო რუხი ზონის (საეჭვო შედეგი) მნიშვნელობა არის 11–დან 19 – მდე, აი მაშინ იწყება ვაკხანალია. სინამდვილეში კი ორივე ლაბორატორიამ აჩვენა ციტომეგალოვირუს IgG -ს დადებითი შედეგი და მეთოდის ნახევრადრაოდენობრიობის გამო აზრი არ აქვს რიცხვით მაჩვენებელს. მკურნალობამდე და მკურნალობის შემდეგ ეს მაჩვენებელი გაიზრდება თუ შემცირდა, ასევე არ მეტყველებს პაციენტის მდგომარეობის გაუმჯობესება–გაუარესებაზე. მნიშვნელობა აქვს მხოლოდ დადებითია ეს პასუხი თუ უარყოფითი ე.ი. რუხი ზონის ზევით იქნება თუ ქვემოთ. არც თუ ისე იშვიათად ეს ფაქტი ექიმებმა და ლაბორანტებმაც კი არ იციან და როცა იციან მაშინაც ხშირად იყენებენ პაციენტთან კონკურენტის გასალანძღად. პაციენტისათვის კი, რომელმაც შედეგის ინტერპრეტაცია არ იცის, 250 და 400–ს შორის განხვავება კოლოსალურია.

3. საანალიზო მასალის არასწორი აღება. ეს ფრიად მნიშვნელოვანი ფაქტორი შედეგების დამახინჯების. სისხლის საერთო ანალიზისათვის სინჯი უნდა აღებული იქნეს დილით უზმოზე, შარდის ანალიზისათვის გამოიყენება დილის შარდი, ასევე ჰორმონების უმრავლესობა, უნდა დილით უზმო მდგომარეობაში უნდა იქნეს გასინჯული. განსაკუთრებით კურიოზულ სიტუაციამდე შეიძლება მიგვიყვანოს პროლაქტინმა, რომელიც ძლიერ იცვლება სტრესულ სიტუაციებში. გვქონდა შემთხვევა, როდესაც პაციენტი ქუჩაზე გადმოსვლისას ავტომობილმა შეაშინა და ამის გამო პროლაქტინის მნიშვნელობა ძალიან მაღალი ჰქონდა.

4.შეცდომები და უხარისხო რეაქტივები აი ეს კი ძალიან დიდი თემაა, იმდენად დიდი, რომ პრაქტიკულად შეუძლებელია რაიმე კონკრეტული რჩევის მიცემა პაციენტისათვის. არასპეციალისტისათვის შეუძლებელია შესრულების პროცესში გაერკვეს, თუნდაც შესრულების პროცესს დაასწრონ, რასაც არცერთი ლაბორატორია არ დაუშვებს. აი ტესტ სისტემების ვარგისიანობა კი ისეთ ფაქტორს წარმოადგენს, რომლის გაკონტროლება პაციენტსაც შეუძლია. ბიოქიმიურ და იმუნოფერმენტულ გამოკვლევების შემთხვევაში რეაქტივები თავსდება ერთ კოლოფში,  რომელსაც აწერია ვარგისიანობის ვადა. იმუნოფერმენტულ ტესტ სისტემებს კი გარდა ვარგისიანობის ვადისა, მნიშვნელობა აქვს გახსნის თარიღსაც. გახსნის შემდეგ ისინი როგორც წესი 60 დღეზე მეტად აღარ არიან ვარგისნი. ამიტომ კეთილსინდისიერ ლაბორატორიაში აწერენ გახსნის თარიღსაც. ჩვენს ლაბორატორიაში, სურვილის შემთხვევაში  პაციენტს შეუძლია შეამოწმოს ტესტ–სისტემის ვარგისიანობა მწარმოებლის მითითებული  ვადით და იმუნოფერმენტული ტესტ სისტემების შემთხვევაში დამატებით გახსნის თარიღით.

 

 

    © Medea.Ge All Rights Reserved                                                                                                                 Created By Tsotne Chitiashvili