ელექტრონული სამედიცინო ბარათი  | მხოლოდ ჩვენთან | ორსულობის კალენდარი | ორსულობის კალკულატორი |    კონკურსები | ორსულობისას ჩასატარებელი გამოკვლევები| სამედიცინო ტექნიკა | ვაკანსიები |
 


არა გლუკოზის მონიტორს

ეს სტატია ეძღვნება პაციენტებს, ვისაც ჰგონია, რომ ასეთი ხელსაწყოებით ანალიზი უფრო ზუსტია. ეს არასწორი შეხედულება მაშინ ჩამოუყალიბდათ პაციენტებს და ექიმებს, როდესაც თბილისში ახალშემოსული მონიტორები სიზუსტით სჯობდნენ ვადაგასული რუსული რეაქტივებით მამაპაპურ ФЭК-56 და КФК-2-ზე მიღებულ შედეგებს. 

სამედიცინო ცენტრი მედეა არ იყენებდა, არც იყენებს და არასოდეს არ გამოიყენებს გლუკოზის სწრაფ მონიტორებს

medea

ვიდრე მათი სიზუსტე სპექტროფოტომეტრს არ დაუახლოვდება. ამ მონიტორებს აქვთ მნიშვნელობა დიაბეტიანი პაციენტებისათვის, რათა სწრაფად და მარტივად განსაზღვრონ სისხლში გლუკოზის კონცენტრაცია, ხოლო სწრაფი და მარტივი ხშირად სულაც არ ნიშნავს ზუსტს. მის გამოყენებას აზრი აქვს ასევე, როდესაც  სიზუსტეზე უფრო მეტად  სიჩქარეს აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა. სხვა შემთხვევაში, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ: 

არცერთი თავმოყვარე კლინიკა პაციენტს ასეთი მონიტორის პასუხს არ გაატანს დასკვნის სახით.

ჩვენ არ ვეწევით კონკრეტულ ფოტოზე გამოსახული მონიტორის ან სხვა ანალოგიური ტიპის ხელსაწყოს ანტირეკლამას. მათ აქვთ თავისი გამოყენების არეალი.

P.S. თბილისში ასეთი მონიტორების ფასი 55–დან 170 ლარამდე მერყეობს, ხოლო სპექტროფოტომეტრ Pharmacia Ultrospec -ის ფასი, რომელსაც ჩვენ ვიყენებთ, 3000 ფუნტი სტერლინგია.

 

 

 

 

    © Medea.Ge All Rights Reserved                                                                                                                 Created By Tsotne Chitiashvili