ელექტრონული სამედიცინო ბარათი  | მხოლოდ ჩვენთან | ორსულობის კალენდარი | ორსულობის კალკულატორი |    კონკურსები | ორსულობისას ჩასატარებელი გამოკვლევები| სამედიცინო ტექნიკა | ვაკანსიები |
 

 

რას წარმოადგენს ვაგინალური ფონოფორეზი?

ვიდრე ვაგინალურ ფონოფორეზზე დავიწყებდეთ საუბარს, ორიოდ სიტყვით ვისაუბროთ იმაზე, თუ რა არის ფონოფორეზი საერთოდ.

ფონოფორეზი არის სამკურნალო პრეპარატების ულტრაბგერითშეყვანა. ულტრაბგერითი დასხივება აჩქარებს პრეპარატის დიფუზიას ქსოვილებში. თერაპიის ამ მეთოდს აქვს უზარმაზარი უპირატესობა წამლების შეყვანის ჩვეულებრივ მეთოდთან შედარებით, რადგან მისი საშუალებით პრეპარატის მაღალი კონცენტრაცია შეიყვანება უშუალოდ დაავადებულ არეში და არ ეხება გვერდით ჯანსაღ ქსოვილებს. ამგვარად წამალი ხვდება დანიშნულების ადგილას ისე, რომ სხვა რგანოებში არ ხდება მისი განაწილება. ამ მეთოდით შეიძლება გამოვიყენოთ წამლები, რომლებსაც  ჩვეულებრივი მიღებისას მრავალი  თანმხლები ეფექტი აქვთ, ისე რომ არ გვეშინოდეს ამ ეფექტების. მთელ მსოფლიოში ეს მეთოდი ფართოდ  გამოიყენებ გინეკოლოგიური დაავადებების სამკურნალოდ. განსაკუთრებით ეფექტურია ვაგინალური ფონოფორეზი, როდესაც საშუალება გვეძლევა წამალი შევიყვანოთ უშუალოდ დაავადებული ორგანოს მიდამოებში.

გარდა სამკურნალო პრეპარატის ეფექტური შეყვანისა, ულტრაბგერით კანის დასხივება ქმნის ცვლად აკუსტიკური წნევას, რომელიც თავის მხრივ იწვევს მიკროვიბრაციას, ქსოვილთა თავისებურ მიკრომასაჟს. ამ დროს ადგილი აქვს ქსოვილებში ტემპერატურის მომატებას ლოკალურად, ულტრაბგერა აფართოებს სისხლძარღვებსა და ლიმფურ სადინარებსაუმჯობესებს მიკროცირკულაციასულტრაბგერას აქვს მკვეთრად გამოხატული ტკივილგამაყუჩებელი , სპაზმოლიტური და მატონიზებელი მოქმედება. ულტრაბგერითი ზემოქმედებისას მცირდება ანთებატკივილი, ძლიერდება რეგენერაციული პროცესები. ამავე დროს ხდება შეხორცებების გათიშვა.

ჩვენს კლინიკაში ფონოფორეზი ტარდება როგორც აბდომინალურად, ისე ვაგინალურად. პრაქტიკულად ერთადერთი კლინიკა ვართ თბილისში, სადაც ფონოფორეზი ვაგინალურად ტარდება.

პროცედურა არის აბსოლუტურად უმტკივნეულო და პრაქტიკულად გაცილებით ნაკლებ დისკომფორტს უქმნის პაციენტს, ვიდრე ჩვეულებრივი გინეკოლოგიური გასინჯვა.

ფონოფორეზი განსაკუთრებით ეფექტურია მორეციდივე და ქრონიკული ინფექციების დროს,

ფონოფორეზის ჩვენებები:
1. ფსევდოეროზია და ეროზია
2. კოლპიტი
3. ენდოცერვიციტი
4. ურეთრიტი
5. პოსტოპერაციული პერიოდი (ჭრილობების მკურნალობა)
6. მილის უნაყოფობა (შეხორცებები, ჰიდროსალპინგსი)
7. მცირე მენჯის ღრუს ორგანოების ინფექციები
8. მშობიარობის შემდგომი ჩირქოვან–სეპტიური ინფექციები (ენდომეტრიტი)
9. შეხორცებები მცირე მენჯში
10. სეროზული მასტიტები
11. ვულვის კრაუროზი
12. ენდომეტრიოზი

 


 

 

    © Medea.Ge All Rights Reserved                                                                                                                 Created By Tsotne Chitiashvili