ელექტრონული სამედიცინო ბარათი  | მხოლოდ ჩვენთან | ორსულობის კალენდარი | ორსულობის კალკულატორი |    კონკურსები | ორსულობისას ჩასატარებელი გამოკვლევები| სამედიცინო ტექნიკა | ვაკანსიები |
 


რატომ არ იმოქმედა სპერმიციდმა?

სპერმიციდები ლოკალური მოქმედების ეფექტური კონტრაცეპციული საშუალებებია, გაცილებით ნაკლები მავნე თანაური ეფექტებით, ვიდრე ორალური კონტრაცეპტივები. მათი ეფექტურობა არანაკლებია, თუ მათ სწორად გამოვიყენებთ. მართლაც იყო რამდენიმე შემთხვევა, როდესაც დაორსულება მოხდა სპერმიციდის გამოყენების ფონზე, მაგრამ ჩვენი აზრით მომხმარებლები ზუსტად არ იცავდნენ ინსტრუქციას. ძირითადი შეცდომები შემდეგია: 

  1. სპერმიციდების უმეტესობას აქვს მინიმალური(რამდენიმე წუთიდან) და მაქსიმალური (დაახლ. 2 სთ–მდე) ეფექტურობის დროები. ყველა სპერმიციდისათვის ეს დრო ინდივიდუალურია.  სქესობრივი კავშირი უნდა მოხდეს სპერმიციდის საშოში მოთავსებიდან მინიმალური დროის გასვლის შემდეგ მაქსიმალური დროის გასვლამდე.

  2. სპერმიციდის ერთი დოზა გათვლილია ერთ ეაკულაციაზე (სპერმის ამოფრქვევაზე). სქესობრივი კავშირის განმეორებისას აუცილებელია. სპერმიციდის ახალი დოზა.

რა თქმა უნდა, ორალური კონტრაცეპტივის აბის დალევა უფრო კომფორტულია, ვიდრე სპერმიციდის ვაგინალური აპლიკაცია, მაგრამ ზოგჯერ ამ აბების გამოყენება საერთოდ არ შეიძლება. სპერმიციდი კი თუ ალერგიული არ ბრძანდებით და პრეპარატისადმი მომეტებული მგრძნობელობა არ გახასიათებთ, პრაქტიკულად უვნებელია

 

 

 

    © Medea.Ge All Rights Reserved                                                                                                                 Created By Tsotne Chitiashvili