ელექტრონული სამედიცინო ბარათი  | მხოლოდ ჩვენთან | ორსულობის კალენდარი | ორსულობის კალკულატორი |    კონკურსები | ორსულობისას ჩასატარებელი გამოკვლევები| სამედიცინო ტექნიკა | ვაკანსიები |
 

 

როგორ ავირჩიოთ გინეკოლოგი?

დროულად გინეკოლოგთან მისვლას როგორც წესი ხელს უშლის საკუთარი ექიმის არყოლა. ეს უნდა იყოს ექიმი, რომლისაც არ გეშინია, რომელსაც ენდობი, არ გერიდება შეკითხვის დასმის და იცი რომ გაგიგებს და შენს საიდუმლოს არ გაუმხელს არავის. გარდა ამისა, კიდევ ერთირაც საქართველოში სერიოზული პრობლემააეს არის ექიმის კვალიფიკაცია. ნუ დაუჯერებთ ექიმის სამეცნიერო ხარისხებს და კედელზე გამოკრულ კვალიფიკაციის დიპლომებს. კარგი მეცნიერი ყოველთვის არ ნიშნავს კარგ პრაქტიკოსს. არც კლინიკის დიდი სახელი ნიშნავს რაიმეს. ნურც პაციენტთა სიმრავლეს მიაქცევთ ყურადღებასგინეკოლოგის პაციენტთა სიმრავლეზე დიდ გავლენას ახდენს პიროვნული მომხიბლავობა და ქარიზმა, რაც პაციენტის "შებმის" უნარს განაპირობებს (სად გვაქვს ჭკუა ქალებს!). კარგი პიროვნება ჯერ კიდევ არ ნიშნავს კარგ ექიმს.  საკუთარ ტყავზე კი ექიმების კვალიფიკაციის გამოცდა ჯიბისთვისაც ძვირია და ჯანმრთელობისთვისაც. 

კიდევ ერთი პრობლემა, რომელსაც დღეს აწყდება ქართველი პაციენტი, ეს არის ექიმების მიერ ერთმანეთის ლანძღვა, სხვისი დანიშნულების უპირობო დაწუნება და კოლეგის დამცირების მცდელობა პაციენტის თვალში სამწუხაროდ დღევანდელი ექიმების დაავადებაა. ბევრი ჩვენგანი ავტომობილის მღებავ–მეთუნუქეებს (ჟესტიანშჩიკ–მალიარებს) დაემგვანა.  ეცადეთ ასეთ ექიმთან არ დარჩეთ, რადგან კოლეგის გამლანძღავი ექიმი რამდენიმე მნიშვნელოვანი მიზეზის გამო არ არის თქვენთვის სასურველი:
    – არ შეიძლება ექიმის დანიშნულების განსჯა პაციენტის მონაყოლით. აქ როგორც წესი, შეიძლება "გაფუჭებული ტელეფონი" მოქმედებდეს და თქვენ ერთი ექიმის დანიშნულება მეორე ექიმამდე დამახინჯებულად მიიტანოთ (ნუ გეწყინებათ!).
ეს როგორც წესი, ექიმებმა კარგად იციან, მაგრამ მაინც აგრძელებენ თავისას. ექიმი, რომელიც კოლეგას ლანძღავს, ამას ხშირად იმიტომ აკეთებს, რომ მეტით ვერაფრით ახერხებს თავი მოაწონოს პაციენტს.

 – პირველი ექიმი, რომელიც მოცემულ მომენტში არ მონაწილეობს დიალოგში, და რომლის დანიშნულების განსჯაც ახლა ხდება სხვა ექიმის მიერ, მოკლებულია თავისი მოსაზრების არგუმენტირების შესაძლებლობას თქვენს წინაშე.

– თუ ექიმი ხედავს, რომ სხვა ექიმმა აშკარად არკვალიფიციური დანიშნულება მისცა პაციენტს და მის ჯანმრთელობას ზიანი მიაყენა, უნდა გირჩიოთ მიმართოთ სამედიცინო ხარისხის კონტროლის კომისიას და დაგეხმაროთ ამის გაკეთებაში.

დასაწყისისათვის გაითვალისწინეთ საკუთარი დაქალებისა და ნათესავების რჩევები, მაგრამ ამ რჩევების გათვალისწინებისას პირველ რიგში გაითვალისწინეთ რჩევის მომცემის ინტელექტი და ისიც, ხომ არ გირჩევთ იგი საკუთარ ახლობელთან ვიზიტს. აგრეთვე დედამთილის ან დაქალის შერჩეულმა ექიმმა თქვენი პრობლემები რეკომენდატორისათვის ცნობილი რომ  გახადოს? მართალია ეს ექიმს კანონით ეკრძალება მაგრამ მაინც საფრთხილოა. დაურეკეთ რეკომენდირებულ ექიმს და გაესაუბრეთ ტელეფონით, დაუსვით შეკითხვები თქვენს პრობლემებზე. ეცადეთ მონაწილეობა მიიღოთ სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულების უფასო ინტერნეტ კონსულტაციებში, შეაფასეთ სხვადასხვა ექიმის პასუხები საკუთარ შეკითხვებზე. ექიმის არჩევა სჯობს, სანამ ჯანმრთელი ხართ, თორემ  შემდეგ სიჩქარეში  შეცდომის დაშვების ალბათობა უფრო მეტია.

 

 

 

    © Medea.Ge All Rights Reserved                                                                                                                 Created By Tsotne Chitiashvili