მათთვის ვინც 35
წელს ზემოთ გეგმავს გათხოვებას და ორსულობას
თანამედროვე
მედიცინა 35 წელს ზემოთ პირველ მშობიარობას დაგვიანებულად
მიიჩნევს!
თუ ორსულობის დაგეგმვა და ექიმთან ორსულობამდელი ვიზიტი 30
წლამდე ახალგაზრდებისათვის სარეკომენდაციო ხასიათს ატარებს, 35
წელს ზემოთ პრაქტიკულად აუცილებელია.
თუ ერთი წელი რეგულარული დაუცველი სქესობრივი კავშირისას
ორსულობის არარსებობა უნაყოფობად არ ითვლება, 35 წელზე
უფროსებს გახსოვდეთ, რომ თქვენ მოცდის დრო პრაქტიკულად აღარ
გაქვთ.
პირველ რიგში უნდა აღინიშნოს, რომ ამ ასაკში დაორსულების
ალბათობა შემცირებულია და მკვეთრად არის გაზრდილი მცირე ვადაზე
ორსულობის თვითნებური შეწყვეტის სიხშირე. ყვითელი სხეულის
უკმარისობა, გართულებებით მიმდინარე ორსულობა და მძიმე
მშობიარობა ამ ასაკის ქალბატონებისათვის ჩვეულებრივი პრობლემებია
და თუ თქვენ 35 წელს ზემოთ დაორსულდით და თავს მსგავსი არაფერი
გადაგხდათ, ჩათვალეთ რომ ძალიან გაგიმართლათ და უფალს მადლობა
შესწირეთ.
ამავე დროს 42 წელს ზემოთ მკვეთრად იზრდება
დაუნის დაბადების ალბათობა. მაშ ასე, ჩამოვთვალოთ:
რისკები
დედისათვის:
1.თვითნებური აბორტი – თუ 30 წლამდე მათი
სიხშირე 10%–ზე ნაკლებია, 30–40 წლებში 17%–ია, ხოლო 40–44 წლის
ასაკში 33%–ს აღწევს.
2.პლაცენტარული პრობლემები – ქრონიკული
ფეტოპლაცენტარული უკმარისობა, პლაცენტის ადრეული აშრევება
3. ქრონიკულ დაავადებათა გამწვავება – ცხადია
რომ უფროს ასაკში ქრონიკული დაავადებების სიხშირე მეტია, ვიდრე
უფრო ახალგაზრდა ასაკში, ორსულობა კი იმუნოდეფიციტური
მდგომარეობაა. თუ მომავალი დედა ორსულობამდე რაიმე ქრონიკული
დაავადებით იყო დაავადებული, დიდი შანსია რომ ორ ორსულობისას
გამწვავდეს
4. მკვეთრად იზრდება ორსულთა დიაბეტის სიხშირე
5. 35–39 წლებში მატულობს მრავალნაყოფიანი
ორსულობის – ტყუპების სიხშირე.
6. გართულებები მშობიარობისას – ხშირია
სამშობიარო მოქმედების სისუსტე.
7. საკეისროს საჭიროება – თუ 30 წლამდე საკეისრო
სჭირდება ქალთა 14%–ს, 35–40 წლებში სიხშირე 40%–მდე იზრდება, 40
წელს ზევით კი 47% აღწევს.
რისკები
ნაყოფისათვის
1. ნაადრევი მშობიარობა
2. წონის დეფიციტი,
3. მშობიარობის მეორე პერიოდის გახანგრძლივება
ზრდის ჰიპოქსიის რისკს.
4. ქრომოსომული პათოლოგიების სიხშირის ზრდა –
პირველ რიგში ეს დაუნის სინდრომს ეხება.
ყოველივე ამის შემდეგ იმედს ნუ გადაიწურავთ და
დედობაზე უარს ნუ იტყვით – დროულად ჩატარებული ორსულობამდელი და
პრენატალური გამოკვლევები გვიანი რეპროდუქციული ასაკის
ქალებისათვის ჯანმრთელი ბავშვის გაჩენის შანსს 97%–მდე ზრდის,
თუმცა უნდა გვახსოვდეს, რომ დაგჭირდებათ უფრო ინტენსიური
მეთვალყურეობა, მეტი სადიაგნოსტიკო გამოკვლევები და სამკურნალო
პროცედურები
|