რა
უპირატესობა აქვს 12 არხიან ჰოლტერის მონიტორს
ეს შეკითხვა ბოლო
დროს საკმაოდ ხშირად ისმის პაციენტთა მეილებში, ამიტომ
გადავწყვიტეთ გვეპასუხა საიტზე.
მოგეხსენებათ ჰოლტერის მონიტორი არის პორტატული კარდიოგრაფი,
რომელიც 24 საათიან რეჟიმში იწერს ელექტროკარდიოგრამას. ჰოლტერის
მონიტორთა უმრავლესობა 3 ან 6 არხიანია, ბოლო დროს გამოჩნდა 12
არხიანი ჰოლტერებიც. ეს საკმაოდ ძვირადღირებული მოწყობილობებია,
რადგან არხების რაოდენობასთან ერთად მატულობს ელექტროენერგიის
ხარჯი ბატარეებიდან. ბატარეის ტევადობა ვერ გაიზრდება
პორტატულობის მოთხოვნებიდან გამომდინარე(ჰოლტერის გაბარიტებმა
დისკომფორტი არ უნდა შეუქმნას პაციენტს) ამიტომ 12 არხიანი
ჰოლტერები მზადდება პრინციპულად სხვა ელემენტურ ბაზაზე
(ვგულისხმობთ ელექტრონიკას), განსხვავებით 3 და 6 არხიანი
ჰოლტერებისაგან.
ჰოლტერის მონიტორების პრობლემა არის ის, რომ როდესაც ადამიანი
მოძრაობს, იძაბება, წელში იხრება და ა.შ. კარდიოგრამაზე იწერება
არტეფაქტები(ხმაური) და ასეთ დროს პრაქტიკულად შეუძლებელია
რაიმეს დაფიქსირება ექიმის მიერ. არადა არასასიამოვნო მოვლენები
გულის მხრიდან სწორედ დატვირთვების დროს იჩენს ხოლმე თავს.
12 არხიანი მონიტორის მთავარი უპირატესობა არის ის, რომ, როგორც
არ უნდა მოიხაროს ან დაიტვირთოს ადამიანი, კარდიოგრამა ერთ ან ორ
არხში მაინც იწერება არტეფაქტების გარეშე და მკვეთრად მცირდება
იმის ალბათობა, რომ რაიმე არასასურველი გამოეპარება ექიმს.
ამიტომ ასეთი მონიტორების დიაგნოსტიკური მნიშვნელობა გაცილებით
უფრო მაღალია.
ამჟამად ჩვენი კლინიკა ერთადერთია, რომელიც ფლობს 12 არხიან
ჰოლტერს, მაგრამ ჩვენ კვლავაც ერთგული ვრჩებით ჩვენი პრინციპის:
უმაღლესი ხარისხი ყველაზე იაფად
ამიტომ ჩვენთან ჰოლტერის მონიტორირების
ფასი ყველაზე დაბალია ქალაქში.
|