მცირე ჰისტეროსკოპია
ჰისტეროსკოპია ეს არის საშვილოსნოს ღრუს
შიგნიდან დათვალიერება ოპტიკურ ბოჭკოვანი ხელსაწყოებით.
ოპტიკურ–ბოჭკოვანი ტექნოლოგიების განვითარებამ
საშუალება მისცა ინჟინრებს დაემზადებინათ გაცილებით უფრო მცირე
დიამეტრის და დიდი გარჩევისუნარიანობის ლაპარასკოპიული და
ჰისტეროსკოპიული ინსტრუმენტები, ვიდრე აქამდე კეთდებოდა.
მართალია ასეთი წვრილი ჰისტეროსკოპების ღირებულება ჩვეულებრივზე
უფრო მეტია, მაგრამ შეიძლება ითქვას, რომ მათ მთელი რევოლუცია
მოახდინეს ამ ტექნოლოგიების პაციენტამდე მიტანაში და შემთხვევათა
70%–ში მკვეთრად შეამცირეს ჰისტეროსკოპიის ღირებულება, თუ რატომ,
ამას ახლავე მოგახსენებთ.
ჰისტეროსკოპის პატარა დიამეტრის გამო
საშვილოსნოს ყელის გახსნა პრაქტიკულად უმტკივნეულოა და ამიტომ
ჰისტეროსკოპიის ჩატარება შესაძლებელი ხდება ნებისმიერ
გინეკოლოგიურ კაბინეტში, სადაც არის შესაბამისი აპარატურა,
საოპერაციოს აუცილებლობა თავისი ანესთეზიოლოგებით და შემდგომი
ინტენსიური თერაპიით უკვე აღარ არსებობს. პროცედურას სახელიც
შესაბამისი აქვს – office hysteroscopy;
ჩვენ ქართულად "მცირე ჰისტეროსკოპია ვუწოდეთ, რაც უფრო კარგად
ასახავს ჩატარებული მანიპულაციის მასშტაბს.
სადიაგნოსტიკო თვალსაზრისით ტრადიციული და მცირე
ჰისტეროსკოპია აბსოლუტურად ერთი და იგივეა. ღირებულებით კი
შეუდარებლად უფრო მცირე. ამ პროცედურის დროს შესაძლებელია მცირე
წარმონაქმნების – ენდომეტრიუმის პოლიპებისა და სინექიების
მოცილება. სამწუხაროდ ამ დროს არ ხერხდება მიომექტომია, რაც
გაფართოებული ოპერაციული ჰისტეროსკოპიის პრეროგატივაა.
თუმცა ჰისტეროსკოპია უფრო ხშირად სწორედ
პოლიპისა და სინექიების მოსაცილებლად ხდება საჭირო და გაცილებით
უფრო მცირე მასშტაბის და ღირებულების პროცედურა(მცირე
ჰისტეროსკოპია) ზუსტად იგივე შედეგს იძლევა, რასაც ტრადიციული
ჰისტეროსკოპია..
|