ელექტრონული სამედიცინო ბარათი  | მხოლოდ ჩვენთან | ორსულობის კალენდარი | ორსულობის კალკულატორი |    კონკურსები | ორსულობისას ჩასატარებელი გამოკვლევები| სამედიცინო ტექნიკა | ვაკანსიები |
 


მინი IVF

ხელოვნური განაყოფიერება მინიმალური სტიმულაციით ან ბუნებრივ ციკლზე ბოლო დროს უფრო და უფრო ფართოდ ინერგება სამედიცინო პრაქტიკაში. მიუხედავად იმისა რომ ფარმაცევტულ კომპანია-გიგანტებს და ბევრ კლინიკასაც დიდად არ მოსწონს ეს მეთოდები, ფაქტია რომ საჭიროება ასეთი მეთოდიკის არის და ნელ-ნელა ეს მეთოდი დაიმკვიდრებს თავის კუთვნილ ადგილს კლინიკურ პრაქტიკაში.

განვიხილოთ ამ მეთოდის დადებითი და უარყიფითი მხარეები.

დავიწყოთ უარყოფითით:

    1.      შედეგიანობა მინი - IVF-ით ნაკლებია ვიდრე სტანდარტული IVF -ით (საკვერცხეთა კონტროლირებადი ჰიპერსტიმულაციით). ცოცხლადმშობიარობა შეადგენს 25 %-ს ნაცვლად 34%-ისა, როცა ქალის ასაკი 35 წელზე ნაკლებია

    2.      სტიმულაციის სქემა უფრო ეფექტურად უნდა შეირჩეს ინდივიდუალურად კონკრეტული პაციენტისათვის. მოითხოვს გაცილებით მეტ კვალიფიკაციას და ინტუიციას ექიმისაგან. სტიმულაცია უფრო ძნელი შესასრულებელი და ნაკლებად კომფორტულია ექიმისათვის, ვიდრე კარგად სტანდარტიზებული სქემა ძლიერი სტიმულაციით (კონტროლირებადი ჰიპერსტიმულაციით).

    3.      თუ ფოლიკული განვითარდა მენჯში პუნქციით ძნელადშესაღწევ ადგილას, შეიძლება ასპირაციის პროცედურის გადადება გახდეს საჭირო.

    4.      მიიღება ფოლიკულთა და შესაბამისად ოოციტთა ნაკლები რაოდენობა, ვიდრე სტანდარტულ IVF დროს. საკმაოდ ხშირია უშედეგო ასპირაციებიც, როცა კვერცხუჯრედის მიღება საერთოდ ვერ ხერხდება.

დადებითი:

    1.      არ არსებობს საკვერცხეთა ჰიპერსტიმულაციის სინდრომის განვითარების (რაც სიცოცხლისათვის საშიში მდგომარეობაა და ხშირად საკვერცხეების დაკარგვა მოსდევს) რისკი;

    2.      კვერცხუჯრედის ასპირაციის პროცედურა გამარტივებულია და ნაკლებადმტკივნეული, ამიტომ საერთო ნარკოზის საჭიროება არ არსებობს და შეიძლება გაკეთდეს ადგილობრივი ანესთეზიით (პარაცერვიკალური ბლოკადა)

    3.      40 წლის ასაკის შემდეგ ფოლიკულების რაოდენობა ერთნაირია, მიუხედავად იმისა ძლიერი სტიმულაცია გამოიყენეს თუ სუსტი. ამიტომ 40 წლის ზემოთ შედეგიანობა ოდნავ უკეთესია მინი IVF-ის დროს.

    4.      სტიმულაციისათვის საჭირო მედიკამენტების ღირებულება შეუდარებლად უფრო ნაკლებია  მინი IVF-ის დროს

    5.      მინი IVF -ის დროს ხერხდება ფოლიკულების ამორეცხვა. თუ კვერცხუჯრედი არ ამოჰყვა ასპირატს, შეიძლება ფოლიკულში სპეციალური სითხე ჩავტუმბოთ და მოვახდინოთ „ამორეცხვა“. სტანდარტული IVF-ის დროს ფოლიკულების „ამორეცხვის“ დრო არ არის. ამიტომ ოოციტების რაოდენობა/ფოლიკულების რაოდენობა შეფარდება უკეთესია მინი IVF-ის დროს.

    6.      საშუალოდ კვერცხუჯრედის ხარისხი უკეთესია, ვიდრე სტანდარტული IVF-ის დროს.      

    7.      „ბავშვის თვითღირებულება“ მინი IVF-ის დროს ნაკლებია, მიუხედავად იმისა რომ მიიღება ოოციტების ნაკლები რაოდენობა. ეს განპირობებულია სტიმულაციაზე მცირე დანახარჯებით, ასპირაციის პროცედურის სიმარტივით და ანესთეზიის საჭიროების არარსებობით

    8.      ძლიერი სტიმულაციის შემდეგ მომავალში იზრდება საკვერცხის კიბოს, სარძევე ჯირკვლის კიბოს და სხვა ჰორმონდამოკიდებული ავთვისებიანი სიმსივნეების განვითარების ალბათობა, რასაც ადგილი არ აქვს მინი- IVF-ის შემთხვევაში.

 

სამედიცინო ცენტრი „მედეა“ უპირატესობას მინი- IVF-ს ანიჭებს და სტანდარტულ პროცედურას კონტროლირებადი ჰიპერსტიმულაციით არასოდეს გამოიყენებს, თუმცა რა თქმა უნდა, პაციენტის გადასაწყვეტია IVF-ის რომელ მეთოდს გამოიყენებს. 

 

 

    © Medea.Ge All Rights Reserved                                                                                                                 Created By Tsotne Chitiashvili