ელექტრონული სამედიცინო ბარათი  | მხოლოდ ჩვენთან | ორსულობის კალენდარი | ორსულობის კალკულატორი |    კონკურსები | ორსულობისას ჩასატარებელი გამოკვლევები| სამედიცინო ტექნიკა | ვაკანსიები |
 

 

რატომ მივიდეთ არასადაზღვევო კლინიკაში

 სამედიცინო ცენტრი მედეა არ არის ჩართული არცერთ სადაზღვევო პროგრამაში და არც მომავალში აპირებს, რადგან ქართული სადაზღვევო სისტემა სახელმწიფოც და კომერციულიც გათვლილია პაციენტისათვის მინიმალური სამედიცინო მომსახურების მიწოდებაზე და არანაირად არ ანაზრაურებს მაღალხარისხოვან სამედიცინო მომსახურებას. რაც შეეხება უნაყოფობის მკურნალობას, საერთოდ არ ნაზღაურდება უნაყოფობასთან დაკავშირებული გამოკვლევები და სამედიცინო მომსახურება.

იმ ქვეყნებშიც კი, სადაც სადაზღვევო მედიცინა განვითარებულია და კარგად დაფინანსებული, იქაც კი არსებობენ არასადაზღვევო კომერციული კლინიკები და მითუმეტეს ამის საჭიროება არის საქართველოში.

ჩამოვთვალოთ ასეთი მედიცინის უპირატესობები:

1. ნაკლები ბიუროკრატია და ნაკლები რიგები - თქვენთვის საჭირო ექიმ სპეციალისტთან ხვდებით უფრო ჩქარა და საჭირო გამოკვლევას უფრო სწრაფად იკეთებთ - ეს დრო შეიძლება ძალიან კრიტიკული აღმოჩნდეს მკურნალობის შედეგისათვის. ეს მხოლოდ საქართველოში არ არის ასე - ევროპის განვითარებულ ქვეყნებშიც ასეა. თუ ისე ცუდად არ ხართ, რომ სასწრაფო გჭირდებათ, სადაზღვევო კლინიკაში თქვენთვის საჭირო ექიმთან შეიძლება მთელი ორი კვირის შემდეგ ჩაგწერონ მიღებაზე.

2. შეუდარებლად მეტი კომფორტი და უკეთესი ხარისხი სამედიცინო მომსახურებისას. დაწყებული უმტკივნეულო სკარიფიკატორით, დამთავრებული მაღალხარისხოვანი ტესტ-სისტემებით. ხშირად სადაზღვევო ხელშეკრულებით მოქმედი სამედიცინო დაწესებულებები იძულებულნი არიან მოიხმარონ იაფფასიანი წამლები, დიაგნოსტიკუმები და სახარჯი მასალები. მარტო ის რად ღირს, რომ ცოფის ასაცრელად უფასოა ჩინური წარმოების ვაქცინა, ხოლო ფრანგული ვირორაბი ფასიანი. ასეთივე სიტუაციაა ბევრ სხვა კვლევაზე და მომსახურებაზე. არასადაზღვევო კლინიკებში ამ მხრივ არ ხართ შეზღუდულები.

3. სადაზღვევო კომპანიებთან (სახელმწიფო თუ არასახელმწიფო) ურთიერთობა საჭიროებს დამატებით ხელფასიან ადმინისტრაციულ პერსონალს. ესეც გარკვეულწილად მოქმედებს ფასებზე. ზოგიერთი კლინიკის ადმინისტრაცია გამოერკვა და დაუზღვეველ პაციენტებს უფრო ნაკლები ფასებით ემსახურება, ვიდრე დაზღვეულებს.

4. დამატებითი ადმინისტრაციული პერსონალის საჭიროება და ფინანსური რისკი, რომ სადაზღვევომ შეიძლება რაიმე მიზეზით (რეალური ან მოგონილი) შეიძლება არ აანაზღაუროს ან დიდი დაგვიანებით აანაზღაუროს ჩატარებული სამუშაოს ღირებულება, ასევე ზრდის ფასებს.

5. სადაზღვევო კლინიკებში განსაკუთრებით გაზრდილია ფასები იმ კვლევებზე, რომლებიც არ ნაზღაურდება დაზღევით. ამის გამო გამო ხშირად პაციენტს უფრო იაფი უჯდება ჩვენი კლინიკის მომსახურება, ვიდრე სადაზღვევოსი. განსაკუთრებით ეს ეხებათ ორსულებს.

 

 

 

 

 

  

 

 

 

    © Medea.Ge All Rights Reserved                                                                                                                 Created By Tsotne Chitiashvili