ელექტრონული სამედიცინო ბარათი  | მხოლოდ ჩვენთან | ორსულობის კალენდარი | ორსულობის კალკულატორი |    კონკურსები | ორსულობისას ჩასატარებელი გამოკვლევები| სამედიცინო ტექნიკა | ვაკანსიები |
 

 

ექსკურსია "მედეაში"

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჩვენი კლინიკის საიტზე. აქ თქვენ შეგიძლიათ კლინიკა დაათვალიეროთ მთლიანად, ნახოთ ჩვენი აპარატურა და შესაძლებლობები.   ვიზიტის დროს ლაბორტორიებში არავინ შეგიშვებთ.

შემოსვლისთანავე თქვენ ხვდებით ფართო და მოხერხებულ ფოიეში, სადაც ორი მენეჯერი დაგეხმარებათ თქვენთვის საჭირო სამედიცინო მომსახურების მიღებაში
ექიმის კაბინეტები ფართოა და ნათელი.

ულტრაბგერითი დიაგნოსტიკის კაბინეტში თქვენი გამოკვლევა მოხდება Toshiba SSA-370A PowerVision 6000 აპარატით, რომელიც აღჭურვილია  აბდომინალური, ხაზოვანი და ვაგინალური გადამწოდებით. მოგეხსენებათ, ეს უკანასკნელი მკვეთრად ამაღლებს გინეკოლოგიური გამოკვლევის ხარისხს. ჩვენ გვაქვს დოპლეროგრაფიული, ქსოვილოვან–ჰარმონიული და 3D გამოკვლევების ჩატარების შესაძლებლობა

გინეკოლოგიური სამანიპულაციო ბევრს უსიამოვნო მოგონებებს გაუჩენს, მაგრამ არა ჩვენი. სიტუაცია სამანიპულაციოში ნაწილობრივ ამ ფოტოთიც შეიძლება შეაფასოთ.

გინეკოლოგიური სავარძელი ელექტრონულია და დისტანციური პულტით იმართება. მარცხნივ თქვენ ხედავთ სავარძელს დაბლა დაშვებულ, მარჯვნივ კი მაღლა აწეულ მდგომარეობაში. ასე რომ სავარძელზე ასვლა "მძიმეწონოსან" ქალბატონებისთვისაც პრობლემას არ წარმოადგენს

საშვილოსნოს ყელის დასათვალიერებლად ჩვენ ვიყენებთ მსოფლიოში საუკეთესო Nikon-ის ფირმის კოლპოსკოპს ჰალოგენის ოპტიკურბოჭკოვანი განათების სისტემით.

სასტერილიზაციოში დამონტაჟებულია როგორც ავტოკლავი, ისე მშრალი სტერილიზატორი.
კლინიკო დიაგნოსტიკური ლაბორატორია – ჩვენს კლინიკაში ყველაზე უფრო დატვირთული ადგილია. ანალიზების უმეტესობა სწორედ აქ ტარდება

მცირეწლოვანი ბავშვებისათვის კაპილარული სისხლის აღება ჩვენ შეგვიძლია თამაშად ვაქციოთ

კიდევ ერთი ინსტრუმენტი, რომელიც პაციენტებში უსიამოვნო შეგრძნებებს იწვევს, სკარიფიკატორებია – თითში საჩხვლეტი ინსტრუმენტი. ჩვენი სკარიფიკატორები ერთჯერადია, ჩხვლეტის სიღრმე მხოლოდ 1,8 მმ–ია და წვერი დაფარული აქვს ტკივილგამაყუჩებლით, რის გამოც ჩხვლეტისას პრაქტიკულად ტკივილს ვერ იგრძნობთ. გამოიყენება როგორც პატარებისათვის, ისე ზრდასრულებისათვის.


ეს ყველაზე უფრო "გასაიდუმლოებული" ადგილია ჩვენს კლინიკაში, სადაც დნმ–დიაგნოსტიკა. ამ მეთოდით ხდება სქესობრივი გზით გადამდებ ინფექციურ დაავადებათა დიაგნოსტიკა

ჩვენ მხოლოდ ქალბატონებს არ ვემსახურებით. ანდროლოგიური ლაბორატორია მზად არის მამაკაცის უშვილობის მიზეზების დასადგენად

 

 

 

    © Medea.Ge All Rights Reserved                                                                                                                 Created By Tsotne Chitiashvili