ფანტაზია არ გეყოფათ
თუ ვინმემ ამ გამონათქვამებში საკუთარი თავი შეიცანით, ნუ გეწყინებათ, ეს გამონათქვამები ავტორის დასახელების გარეშე ქვეყნდება. სისულელე კი იმისათვის არის, რომ გაიცინო, მის გარეშე ცხოვრება ნაკლებად საინტერესო იქნებოდა.
1. ექიმო, მე და ჩემს ცოლს ძალიან გვინდა ბიჭი, მაგრამ სქესი ვერაფრით დავგეგმეთ. კარგად გაგვიგეთ, მე 192 სმ ვარ, მეუღლე 175 სმ. უბრალოდ თუ გოგონა შეგვეძინა, მეუღლე შიშობს, რომ ძალიან მაღალი იქნება და ხომ შეიძლება გათხოვებაში ხელი შეუშალოს?
2. შეიძლება თუ არა ორსულობისას ელექტროგიტარაზე დაკვრა?
3. ჩემი ქმარი სულ ოცნებობს ისე დაიძინოს, რომ მისი ასო ჩემს შიგნით იყოს, თუმცა ამას ვერ ახერხებს. ხომ არ აისახება ეს ჩემს ჯანმრთელობაზე?
4. შეკითხვა ტელეფონით (სრული ტექსტია): ექიმო, შეგიძლიათ თუ არა ტელეფონით დაადგინოთ ქალიშვილი ვარ თუ არა?
5. მივიღე მონაწილეობა დაუცველ სქესობრივ აქტში
6. შეიძლება თუ არა დილით მივირთვათ ხსნადი ყავა, ცოცხალი ფორთოხლები და მკვდარი ფორთოხლების წვენი?
7. მენსტრუაციის დამთავრებისთანავე მქონდა შეწყვეტილი სქესობრივი კავშირი, რომელმაც წარმატებით ჩაიარა.
8. ჩემი ცოლი ორსულობის 36–ე თვეზეა.
9. ბაზალური ტემპერატურა იყო 36,97 გრადუსი
10. ჩემს ცოლს ტესტზე ორი ჯოხი ამოუვიდა
11. ახდენს თუ არა გავლენას სპერმა ქალის წონაზე?
12. ექიმო, ჩემი ქმარი სახლში ფეხშიშველი დადის, არ შეიძლება, რაიმე ანალიზი გავუკეთოთ და ჩუსტების ჩაცმა დავუნიშნოთ?
13. ექიმო, ორსულობის მე–9 კვირაზე შეიძლება თუ არა ვირბინო ნელა და ახლოს?
14. რა ემუქრება კაცს, თუ დაუცველი სექსი ჰქონდა მენსტრუაციის დროს?
15. ქალბატონმა, რომელსაც ვუთხარით რომ
გონორეის ნიშნები ჰქონდა და შევთავაზეთ სპეციალიზებულ
დაწესებულებაში გამოკვლევის გაკეთება, შეიცხადა: რას ამბობთ,
გონორეა საიდან, ჩემი ქმარი მარტო ერთ პატიოსან ქალთან დადიოდაო!
16.
პაციენტი: ექიმო, მარხვისას ვაგინალური ექოსკოპიის გაკეთება თუ
შეიძლება?
ექიმი: ვაგინალური გადამწოდი სამარხვოა, ქალბატონო, აბა სად
ხედავთ ხორცს?
|