ელექტრონული სამედიცინო ბარათი  | მხოლოდ ჩვენთან | ორსულობის კალენდარი | ორსულობის კალკულატორი |    კონკურსები | ორსულობისას ჩასატარებელი გამოკვლევები| სამედიცინო ტექნიკა | ვაკანსიები |
 

 

ორსულობისას ჩასატარებელი გამოკვლევები

   მომავალ დედებს ხშირად უჩნდებათ კითხვები ორსულზე ზედამხედველობის
   პერიოდში ჩასატარებელ გამოკვლევებთან დაკავშირებით. ბევრს ეს გამოკვლევები
   ზედმეტად ეჩვენება, როგორც წესი უფროს თაობასთან აზრთა გაზიარების შემდეგ,
   ბევრსაც კი ძალიან ცოტად, განსაკუთრებით რამდენიმე თვითნებური აბორტის ან
   ნაყოფის სიმახინჯის განვითარების შემდეგ.

   მათთვის ვისაც ეს გამოკვლევები ზედმეტად ეჩვენება, განსაკუთრებით უფროსების
   „ჩვენს დროს სად იყო ამდენი ექოები და ანალიზები...“ მსგავსი სენტენციების შემდეგ, გვინდა შევახსენოთ, რომ 60 წლის წინ ექოსკოპია საერთოდ არ  არსებობდა და ქალთა 10% რომ მშობიარობისას იღუპებოდა, ეს ნორმის ფარგლებში გახლდათ, ხოლო ნაყოფის სიმახინჯის შემთხვევათა სტატისტიკა პრაქტიკულად არც ტარდებოდა. მე-19 საუკუნის საქართველოში სამშობიარო სახლებიც არ არსებობდა, ქალები შინ მშობიარობდნენ ექიმის გარეშე და ხალხი მრავლდებოდა. ასე რომ "აუცილებელი" არაფერი არ არის, მაგრამ იმედია ამ მაგალითის შემდეგ სამშობიაროს მომსახურებაზე უარს არ იტყვით.  

დღეს მშობიარობა ავტომობილის მართვაზე უფრო საშიში აღარ არის. ქლამიდია, ტოქსოპლაზმა, ციტომეგალოვირუსი, წითურა, ჰერპესი არსებობს იმდენივე ხანი, რაც არსებობს კაცობრიობა, მაგრამ მხოლოდ ახლა აქვს მედიცინას მათი ეფექტური პროფილაქტიკის, დიაგნოსტიკისა და მკურნალობის საშუალებები. ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ ამ  დაავადებათა სიხშირე ბოლო წლებში მკვეთრად გაიზარდა. ჰორმონული დარღვევები კიდევ ცალკე ხანგრძლივი თემა განხილვისათვის. ჩერნობილის კატასტროფის შემდეგ მომატებული ჩიყვი, არასრულფასოვანი, არაბალანსირებული კვება ნაყოფიერი ნიადაგია ჰორმონალურ დარღვევათა განვითარებისათვის.

   თავისთავად ცხადია, რომ ამ მოკლე სტატიაში შეუძლებელია სრულად ჩამოვაყალიბოთ, როგორ ხდება ორსულის პატრონაჟი, რა გამოკვლევები უნდა ჩატარდეს და რა მიმდევრობით, ამისათვის არსებობს მეანობის სქელტანიანი სახელმძღვანელოები, რომელთა შესწავლა მხოლოდ პროფესიონალს ევალება. აქ ჩვენ მოგვყავს ორსულზე მეთვალყურეობის გეგმის ნიმუში რომელიც ფიზიოლოგიურად(გართულებების გარეშე) მიმდინარე ორსულობისას
 დიდი ალბათობით უზრუნველყოფს დედაზე და ნაყოფზე ეფექტურ დაკვირვებას, დარღვევების ადრეულ აღმოჩენას და ადეკვატურ მკურნალობას.

 სხვადასხვა ქვეყნებში ორსულის პატრონაჟის გეგმა სხვადასხვაა. განსხვავდება სხვადასხვა კლინიკების მიხედვითაც. თუ რით არის განპირობებული ეს განსხვავება, ამის დეტალურ ახსნას ამ სტატიაში ჩვენ ვერ შევუდგებით, მოვიყვანთ მხოლოდ ერთ ადვილად გასაგებ მიზეზს - სხვადასხვა ქვეყანაში განსხვავებულია ინფექციურ დაავადებათა სიხშირე. პოსტსაბჭოთა ქვეყნებშიც კი საგრძნობი სხვაობაა ასეთ გაიდლაინებში. ფიზიოლოგიურ ორსულობისას რუსეთში რეკომენდირებულია ორსულის 14 ვიზიტი ექიმთან, ყაზახეთში 7. მაგალითად ყაზახეთის ერთ-ერთი წამყვანი კლინიკის პატრონაჟის გეგმა მოყვანილია აქ

ჩვენს მიერ იდეალურად არის მიჩნეული ორსულის პატრონაჟის გეგმა, რომელიც დიდი ალბათობით უზრუნველყოფს დედისა და ნაყოფის მაქსიმალურ დაცვას ფიზიოლოგიური ორსულობისას. ეს გეგმა ემყარება განვითარებული ქვეყნების წამყვანი კლინიკების გაიდლაინებს:
   
     8-10 კვირის ვადაზე
   1. ვიზიტი ექიმთან
   2. სისხლის საერთო ანალიზი
   3. შარდის საერთო ანალიზი
   4. ნაცხის ანალიზი მიკროფლორაზე
   5. სისხლის ჯგუფი და რეზუსი
   6. ანალიზი RW, HIV (სიფილისი, შიდსი)
   7. სისხლის ანალიზი წითურა და ტოქსოპლაზმოზის ანტისხეულებზე
   8. HBsAg - B ჰეპატიტის ზედაპირული ანტიგენი
   9. Anti HCV - ჰეპატიტ C-ს ანტისხეულები,
   10. ანტი–რეზუს ანტისხეულების ანალიზი (მხოლოდ რეზუს უარყოფითი
   ქალბატონებისათვის) და ABO ჯგუფური ანტისხეულები
   11. კოაგულოგრამა
   12. ღვიძლისა და თირკმლის ბიოქიმიური გამოკვლევა, გლუკოზა
   13. დნმ დიაგნოსტიკა უროგენიტალურ ინფექციებზე (15 პოზიცია)
   14. სისხლის ანალიზი ქლამიდიის , ციტომეგალოვირუსის და ჰერპესის
   ანტისხეულებზე
   15. თერაპევტის, ოკულისტის, ოტოლარინგოლოგის კონსულტაციები
   16. ელექტროკარდიოგრამა
   17. ჰორმონები: TSH, FT4,T3, Testosterone, DHEA-S, Progesterone, b-HCG,
   Cortisole, Free Estriole,17–OH Progesterone.
   18. ანტისხეულები: Anti-TG, Anti-TPO, Anti-Cardiolipine IgG,
   19. ნაყოფის ექოსკოპია
   20. უროგენიტალური ტრაქტის გამონადენის დათესვა (აუცილებლობის
   შემთხვევაში)

   12 კვირის ვადაზე
   1. ექიმის კონსულტაცია
   2. შარდის ანალიზი
   3. ნაყოფის ექოსკოპია
   4. სისხლის ანალიზი AFP, PAPP

16 კვირის ვადაზე
   1. ექიმის კონსულტაცია
   2. შარდის ანალიზი
   3. სისხლის ანალიზი AFP, HCG, FreeEstriole;

   20 კვირის ვადაზე
   1. ექიმის კონსულტაცია
   2. სისხლის საერთო ანალიზი
   3. შარდის საერთო ანალიზი
   4. სისხლის ანალიზი AFP, FreeEstriole,
   5. კოაგულოგრამა

   24 კვირაზე
   1. ექიმის კონსულტაცია
   2. შარდის საერთო ანალიზი
   3. ექოსკოპია დოპლეროგრაფიით
   4. თირკმლის და ღვიძლის ბიოქიმიური გამოკვლევა, გლუკოზა

   26 კვირაზე
   1. ექიმის კონსულტაცია
   2. შარდის ანალიზი
   3. ეკგ

   28 კვირაზე
   1. ექიმის კონსულტაცია
   2. შარდის ანალიზი

   30 კვირაზე
   1. ექიმის კონსულტაცია
   2. შარდის ანალიზი
   3. სისხლის საერთო ანალიზი
   4. ნაცხის ანალიზი
   5. სისხლის ანალიზი RW, HIV
   6. სისხლის ანალიზი HBsAg, Anti-HCV
   7. თირკმლის და ღვიძლის ბიოქიმიური გამოკვლევა, გლუკოზა

   32 კვირაზე
   1. ექიმის კონსულტაცია
   2. შარდის ანალიზი
   3. სისხლის ანალიზი ანტი–რეზუს ანტისხეულებზე (რეზუს–უარყოფითებისათვის)
   4. ექოსკოპია
   5. კარდიოტოკოგრაფია
   6. კოაგულოგრამა

   34 კვირაზე
   1. ექიმის კონსულტაცია
   2. შარდის ანალიზი
   3. კარდიოტოკოგრაფია

   36 კვირაზე
   1. ექიმის კონსულტაცია
   2. შარდის ანალიზი
   3. თერაპევტის კონსულტაცია
   4. ექოსკოპია
   5. კარდიოტოკოგრაფია
   6. სისხლის ანალიზი RW, HIV

   37 კვირაზე
   1. ექიმის კონსულტაცია
   2. შარდის ანალიზი

   38 კვირაზე
   1. ექიმის კონსულტაცია
   2. შარდის ანალიზი

   39 კვირაზე
   1. ექიმის კონსულტაცია
   2. შარდის ანალიზი

   40 კვირაზე
   1. ექიმის კონსულტაცია
   2. შარდის ანალიზი

   ეს არის ფიზიოლოგიურად მიმდინარე ორსულობისას პატრონაჟის პრაქტიკულად იდეალური გეგმა დედისა და ნაყოფის დიაგნოსტიკისა და დაცვის მაქსიმალური ხარისხით.

კონკრეტულ სიტუაციაში ექიმმა შეიძლება შეიტანოს კორექტივები ამ გეგმაში და
 დანიშნოს დამატებითი გამოკვლევები და პროცედურები, თუ რაიმე არასასურველი
   აღმოაჩინა. ასე რომ ამ გეგმებზე აბსოლუტური სიზუსტით მიყოლა პრაქტიკულად
   ვერასოდეს ვერ ხერხდება.

   რაც უფრო მეტად გადავუხვევთ ზემომოყვანილი გეგმიდან, მით უფრო დიდი რისკი როგორც დედის, ისე ნაყოფისათვის. ამავე დროს ეს გეგმა არც თუ ისე დიდ ფინანსურ ხარჯს    მოითხოვს, რომლებიც დროში გაწელილია. ჩვენ არავის თავს არ ვახვევთ არანაირ გამოკვლევებს, მხოლოდ რეკომენდაციებს ვიძლევით. ამ გამოკვლევებს  ჩაიტარებთ თუ არა, მთლიანად თქვენი გადასაწყვეტია.


  

    © Medea.Ge All Rights Reserved                                                                                                                 Created By Tsotne Chitiashvili