ლაბორატორიული დიაგნოსტიკა
ლაბორატორიული დიაგნოსტიკას კლინიკა "მედეაში" განსაკუთრებული ყურადღება ექცევა – კლინიკის ფართობის უდიდესი ნაწილი სწორედ ლაბორატორიებს უკავიათ. სიამოვნებით გაგაცნობთ ჩვენს აპარატურას.
|
ჩვენს თვალს არაფერი გამოეპარება!
ჩვენ გვაქვს ყველანაირი მიკროსკოპი – ჩვეულებრივი, ინვერტირებული, ფაზოკონტრასტული და სტერეოც. ეს მთლიანად ახალი აპარატურაა, და არა 15–20 წლის წინანდელი დაბურულოპტიკიანი რუსული მიკროსკოპები.
ეს თანამედროვე ერგონომიული დიზაინის, ფართე ოკულარებიანი მიკროსკოპებია, პლანარული ობიექტივებითა და ქსენონის განათებით, რომლებიც პრაქტიკულად არ ღლიან მომუშავეს.
გვაქვს შესაძლებლობა მიკროსკოპული გამოსახულებების კომპიუტერში გადაგზავნის და დასკვნების დოკუმენტირების.
|
|
მთავარია სიზუსტე
ბიოქიმიური გამოკვლევებისათვის ვიყენებთ მხოლოდ სპექტროფოტომეტრს და არავითარ შემთხვევაში ფოტომეტრს, რომელსაც გაცილებით უარესი მახასიათებლები აქვს ტალღის სიგრძის ზუსტად დაყენების მხრივ. Pharmacia Ultrospec სპექტროფოტომეტრი კომპიუტერიდან იმართება და დიდი სიზუსტით ზომავს ბიოქიმიურ პარამეტრებს.
ჩვენ წარსულს ჩავაბარეთ სალის ჰემომეტრი – რომლითაც ლაბორანტი თვალით ზომავდა ჰემოგლობინს (ევროპასა და ამერიკაში დიდ ხანია აიკრძალა) და არასოდეს არ გამოვიყენებთ პერსონალური მოხმარების გლუკომეტრებსა და სხვა ანალიზატორებს, რომელთა უპირატესობა სიიაფე და სისწრაფეა. სწრაფად და იაფად არასოდეს არ ნიშნავს ხარისხიანად!
|
|
ოჰ ეს ჰორმონები!
იმუნოფერმერმენტული ანალიზატორი – მსოფლიოში საუკეთესო BioTek-ის ფირმისაა. გამოიყენება ჰორმონალური გამოკვლევებისათვის |
|
State of Art
ინფექციურ დაავადებათა დიაგნოსტიკა ხდება მოლეკულურ–ბიოლოგიური (პჯრ – PCR) მეთოდებით. ეს უაღრესად ნატიფი მეთოდიკაა. ამ ლაბორატორიას სამი მიმდებარე ოთახი აქვს დათმობილი. პირველში ხდება ნიმუშის მომზადება, მეორეში ამპლიფიკაცია და მესამეში ელექტროფორეზი. ლაბორანტი პირველი ოთახიდან გადადის მეორეში, მეორედან მესამეში და შემდეგ გარეთ გამოდის ისე, რომ უკან დაბრუნების (მაგალითად მესამედან მეორე ოთახში) უფლება არ აქვს! |
თუ ჩვენი კოლეგა ბრძანდებით, ჩვენ შეგვიძლია დაგეხმაროთ ასეთივე ტექნიკის შეძენაში, გაცილებით იაფად ვიდრე სამედიცინო ტექნიკის გამყიდველი ფირმები. გვერწმუნეთ, ჩვენ ყველაფერი საკუთარი ხელით გვაქვს გამოცდილი.
|