იაფი და
იორღა? რატომაც არა!
რეალურად ასეთი მაგალითები იმდენად ბევრია, რომ ერთ სტატიაში
ჩამოწერა სრულიად წარმოუდგენელია. გარდა ამისა არ გვინდა
ვინმეს რეკლამა ან ანტირეკლამა გავწიოთ. ამიტომ რამდენიმე
მაგალითს მოვიყვანეთ, რომელთა შემოწმება დიდ სირთულეს არ
წარმოადგენს. კიდევ ერთხელ გვინდა ხაზი გავუსვათ იმ ფაქტს, რომ
უკეთესის შეძენა უფრო იაფად ხერხდება მხოლოდ შესაბამის
პროდუქციაზე ან მომსახურებაზე საკმარისი ინფორმაციის მიღების
შემდეგ.
ცნობილი და სახელოვანი ფირმები ხშირად იმდენად დიდ მარჟაზე
მუშაობენ, რომ
თავისდაუნებურად
საშუალებას აძლევენ ნაკლებად ცნობილ ფირმებს უფრო
იაფად შესთავაზონ უკეთესი ხარისხის და პარამეტრების პროდუქცია
მომხმარებლებს. ეს განსაკუთრებით ხშირად ელექტრონიკაში და
სპირტიანი სასმელების წარმოებაში ხდება. ჩვენი ლაბორანტები ადრე
თსუ ბიოლოგიის ფაკულტეტის თანამშრომლები იყვნენ. მათ ჰქონდათ ასეთი
შემთხვევა: როცა სხვადასხვა ფირმის არაყი გაზურ ქრომატოგრაფზე
შეამოწმეს,
ხარისხით
საუკეთესო ერთ-ერთი ყველაზე იაფი გამოდგა, ძვირიანს კი
მხოლოდ ბოთლი ჰქონდა ძვირფასი.
ახლა კონკრეტული შემთხვევები, რომელთა გადამოწმება შედარებით
ადვილია:
1.
ჩვენს
თანამშრომელს,
ლითიუმის
დიდი
ტევადობის
აკუმულატორი
დასჭირდა
და
რადგან
ასეთი
აკუმულატორის
შეძენა
თბილისში
შეუძლებელია,
მან
18650
ტიპის
რამდენიმე
ათეული
ელემენტის
ყიდვა
და
მათი
ერთ
აკუმულატორად
აწყობა
გადაწყვიტა.
ლითიუმის
აკუმულატორის
მწარმოებელების
ნდობას
მტერს
არ
ვუსურვებთ,
აბსოლუტურად
ყველა
ან
ურცხვად
იტყუება
როცა
საქმე
ტევადობას
ეხება,
ან
ტევადობის
მაჩვენებელი
ისეთ
რეჟიმშია
მიღებული,
რომელიც
რეალური
ექსპლოატაციისას
არ
ხორციელდება.
ამიტომ
18650
ელემენტების
გასაზომად
ჩვენმა
თანამშრომელმა
ჯერ
i-Max B6
მოწყობილობა
იყიდა,
რომლითაც
შესაძლებელია
აკუმულატორის
დამუხტვა,
განმუხტვა
და
ტევადობის
გაზომვა.
ეს
მოწყობილობა
დაახლოებით
21
დოლარი
ღირს
ebay-ზე.
მისი
შეძენა
გამართლებულია,
რადგან
რამდენიმე
ათეული
18650
ელემენტის
შეძენაში
შეცდომის
დაშვება
ბევრად
უფრო
ძვირი
დაჯდებოდა.
Aliexpress
და
ebay-ზე
ლითიუმის
აკუმულატორების
ძებნას
აზრი
არ
აქვს
-
ეს
პროდუქცია
თბილისშიც
გამოჩნდა,
ისინი
ზღვით
არის
ჩამოტანილი
და
ბევრად
ნაკლები
ჯდება,
ვიდრე
აღნიშნული
საიტებიდან
გამოწერისას.
საცდელად
თბილისში
ორი
სხვადასხვა
ელემენტი
იქნა
შეძენილი:
პირველი,
არაბრენდული,
რომელის
წარწერა
8800
მა.სთ
ტევადობაზე
გვაუწყებს,
შეძენილი
იქნა
ლილოს
ბაზრობაზე
ცალი
ხუთ
ლარად.
ხოლო
მეორე,
ბრენდული,
2600
მა.სთ
წარწერით
შეძენილი
იქნა
სპეციალიზებულ
მაღაზიაში
ათ
ლარად
ცალი.
წარწერა 8800 მა.სთ აშკარა სიცრუეა, რადგან საუკეთესო ბრენდების
აკუმულატორების ეტიკეტებზე 2900-3000 მა.სთ-ია მითითებული, თუმცა
ისინი ძალიან ძვირი ღირს 6$ ცალი+ტრანსპორტირება და ტევადობა მაინც
არ შეესაბამება ზუსტად ეტიკეტზე ნაჩვენებ პარამეტრებს
გაზომვების
შედეგად
დადგინდა,
რომ
არაბრენდული ელემენტის
ტევადობა
არის
1022
მა.სთ,
ნაცვლად
განცხადებული
8800-ისა,
ხოლო
ბრენდულისა
კი
999
მა.სთ,
ნაცვლად
განცხადებული
2600-ისა...
როგორც
მოსალოდნელი
იყო,
იტყუებოდა
როგორც
ბრენდული,
ისე
არაბრენდული
მწარმოებელი,
არაბრენდულ
მწარმოებელს
ტევადობის
სიდიდე
უფრო
მეტად
ჰქონდა
გაბერილი,
მაგრამ
პრაქტიკული
შედეგი
არის
ის,
რომ
ორჯერ
უფრო
იაფად
მოხერხდა
უკეთესი
ელემენტის
ყიდვა
-
არაბრენდულმა
1022
მა.სთ
აჩვენა
ბრენდულის
999
მა.სთ-ს
წინააღმდეგ.
საბოლოო
ჯამში
ეკონომია
500
ლარზე
მეტი
გამოვიდა.
ამის
მერე
დაფიქრდით
სანამ
რაიმეში
ძვირს
გადაიხდით,
ღირს
თუ
არა
ინფორმაციის
მოძიება
იმაზე,
თუ
რას
ყიდულობთ...
1. 2.
ავიღოთ მობილური ტელეფონების მწარმოებელი ორი ფირმა, რომლებიც
ანდროიდის ტიპის ტელეფონებს აწარმოებენ: სამსუნგი და ლენოვო.
აი
სამსუნგის ფირმის
საშუალო
დონის
მობილური
ტელეფონი
140
დოლარად:
და
ესეც
ყველა
პარამეტრით
უკეთესი
(ლენოვო)
ტელეფონი 118
დოლარად:
ტელეფონების
აღწერის
წაკითხვის
შემდეგ
ელექტრონიკისაგან
შორს
მყოფსაც
არ
უნდა
გაუჭირდეს
იმის
მიხვედრა,
რომელი
უკეთესია.
თუ
ეს
უკანასკნელი
ნაკლებად
ცნობილი
ან
ნაკლებად
მდიდარი
ბრენდი
ჰგონია
ვინმეს,
ეს
მისი
პრობლემაა.
ლენოვო
ის
კომპანიაა,
რომელმაც
პერსონალური
კომპიუტერების
შემქმნელი
და
წლების
განმავლობაში
ამერიკის
უმდიდრესი
კომპანია
IBM
შეისყიდა
და
დღეს
IBM-ის
ქარხნების
პროდუქცია
ლენოვოს
სახელით
გამოდის.
2.
3.
თითქოს წვრილმანია, მაგრამ რატომაც არ არის მაგალითი: ბაღის
სარწყავი უხარისხო პისტოლეტი, რომელიც სამშენებლო ჰიპერმარკეტში 8
ლარი ღირდა, ბაზრობაზე ღირდა 3 ლარი; ხოლო გაცილებით უკეთესი,
რომელიც მართლაც კარგად მუშაობს 5 ლარი. დავინტერესდით
ამ უკანასკნელის
ფასით ჰიპერმარკეტში, მაგრამ გამოირკვა რომ კარგი ხარისხის
სარწყავი პისტოლეტი ჰიპერმარკეტში უბრალოდ არ ჰქონდათ. რომელ
ჰიპერმარკეტზეა საუბარი, ადვილად მიხვდებით, თუმცა მინდა გითხრათ,
რომ ზოგიერთი პროდუქტი სწორედ იმავე ჰიპერმარკეტში იაფიც არის და
კარგიც. მაგ. 300 მილიამპერიანი 24 ვტ სიმძლავრის ლედ-დრაივერები
ჰიპერმარკეტში 3,5 ლარად რომ ვიყიდეთ, ზუსტად იგივე პროდუქცია
ელიავას ბაზრობაზე 5 ლარზე ნაკლებად
ვერ ვიშოვეთ.
3.
4. რაღა
შორს წავიდეთ - არავისათვის საიდუმლო არ არის. ჩვენი ექიმები სხვა
კლინიკებშიც მუშაობენ და მათი მომსახურების ფასი სხვაგან უფრო
მაღალია ვიდრე ჩვენთან(ძალიან იოლი შესამოწმებელია!).
განსაკუთრებით ეს ექოსკოპისტებს ეხებათ. მაგალითად გულის
ექოსკოპია, ჩატარებული ბ-ნ გია ნაზღაიძის მიერ ჩვენთან 50 ლარია,
ხოლო ბ-ნი გიას მეორე სამსახურში 70ლ. ანალოგიური სიტუაციაა
დანარჩენ ექოსკოპისტებთანაც. კიდევ მეტი - თითოეული პაციენტის
გასინჯვაში ექიმს "მედეაში" მეტი ანაზღაურება აქვს, ვიდრე სხვაგან.
ეს ადვილად ხერხდება ნაკლები ადმინისტრაციული ხარჯების და
დაწესებულების მიერ ნაკლები მოგების დაგეგმვის ხარჯზე. კოლეგებმა
ისეთი მოგების მარჟები ჩადეს თითოეულ პროცედურაში, რომ ჩვენი
მოგება (რომელიც ვთვლით რომ სრულიად ნორმალურია), მათ ფონზე
სასაცილოდ ჩანს.
დასასრულისათვის კიდევ ერთხელ გავიმეორებთ: უკეთესი რომ უფრო
იაფად მიიღოთ უკეთ ინფორმირებულობაა საჭირო. უძვირესი რომ
საუკეთესოც აღმოჩნდება ეს ძალიან იშვიათად ხდება, მაგრამ ეს
ინფორმაციის მიღების ალტერნატივა არ არის - ასე იცით კიდეც თუ
რატომ იხდით უმაღლეს ფასს.
პ.ს.
ფასები მოყვანილია სტატიის დაწერის დღისათვის 09.03.2020
|