ელექტრონული სამედიცინო ბარათი  | მხოლოდ ჩვენთან | ორსულობის კალენდარი | ორსულობის კალკულატორი |    კონკურსები | ორსულობისას ჩასატარებელი გამოკვლევები| სამედიცინო ტექნიკა | ვაკანსიები |
 

 

ნამდვილი ამბები გინეკოლოგების ცხოვრებიდან

თუ ვინმემ ამ ისტორიებში საკუთარი თავი შეიცანით, ნუ გეწყინებათ, ეს გამონათქვამები ავტორის დასახელების გარეშე ქვეყნდება. სისულელე კი იმისათვის არის, რომ გაიცინო, მის გარეშე ცხოვრება ნაკლებად საინტერესო იქნებოდა. ეს შემთხვევები ყველა თბილისელი ექიმების პრაქტიკიდანაა. ზოგი ჩვენი, ზოგი ჩვენი მეგობრების  

1. პაციენტმა კონტრაცეპციის მეთოდად ექიმთან შეთანხმებით სპირალის ჩადგმა აირჩია. შევთანხმდით, რომ მეორე დღეს სპირალს თვითონ პაციენტი შეიძენდა და მოიტანდა. ...მეორე დღეს იგი ელექტროქურის 1500 ვატიანი სპირალით გამოცხადდა.  

2. უშვილო ცოლქმარს 3 წელი შვილი არ ჰყავდა. სამჯერ ფოლიკულის მონიტორინგი ჩატარდა, ჰორმონალური გამოკვლევებიც, მამაკაცის სპერმის ანალიზიც, წყვილის ხარჯმა 1000 ლარს გადააჭარბა, მაგრამ უშვილობის მიზეზი არ ჩანდა, არანაირი ინფექცია, აბსოლუტურად ყველა პარამეტრი ნორმაში იყო. ერთხელ როდესაც მონიტორინგის მორიგი სეანსის შემდეგ საორდინატოროში გამოსული ექიმი თავში ხელს იცემდა და ალაგ–ალაგ შემორჩენილ თმებს იპუტავდა, იქ მყოფმა ინჟინერმა დაუსვა უმარტივესი შეკითხვა – ექიმო, ეგ წყვილი რაც მთავარია იმას თუ აკეთებს (ოღონდ შეკითხვა კახურად იყო დასმული)?

    ექიმს ჭკუაში დაუჯდა, გავიდა გარეთ და ჰკითხა. პასუხი გამაოგნებელი აღმოჩნდა. თურმე ბიზნესმენი ქმარი თვეში ერთხელ თურქეთში დადიოდა და დაბრუნებისას კი (ღმერთო ნუ გვიწყენ) ცოლ–ქმარი მარხვას იცავდა. ორმა ექიმმა კალენდრითა და საეკლესიო კალენდრით დაადგინეს, რომ სამი წლის განმავლობაში ოვულაციის  დღეებში, როდესაც განაყოფიერების ალბათობა მაქსიმალურია, ქმარი ან თურქეთში იყო, ან მარხულობდნენ.

    ამის შემდეგ ექიმებმა წყვილს კალენდარზე ზუსტად შემოუხაზეს დღეები, როცა საძინებლიდან არ უნდა გამოსულიყვნენ. პირველივე ცდა წარმატებული აღმოჩნდა. დღეს ის ბავშვი 4 წლისაა და უკვე დაიკოს ან ძამიკოს ელოდება.

3. გურჯაანელ უშვილო ცოლ–ქმარს ორი წელიწადი შვილი არ ჰყავდა, დაქორწინების შემდეგ ორივემ სერიოზულად დაიკლო წონაში და  ისეთი ავადმყოფური შეხედულება ჰქონდათ, რომ მშობლებმა სულ ძალისძალათი გააგდეს ცოლ–ქმარი ექიმთან. პირველივე გასაუბრების შემდეგ გამოირკვა: ქორწინების წინ ქმარს თავისი ძმაკაცი(სამი ბიჭის მამა)  გაეხუმრა – თუ გინდა ბიჭი გააკეთო, ცოლთან დღეში 5–ჯერ უნდა იქონიო სქესობრივი კავშირიო. სამი ბიჭის მამის ხუმრობა ქმარმა სერიოზულ რჩევად ჩათვალა და ორი წლის განმავლობაში ყოველდღიურად ისე ასრულებდა, ერთი დღეც არ ჩაუგდია! ფიზიკური გადატვირთვისაგან ორივე ცოლ–ქმარმა წონაში დაიკლო, სპერმა მომწიფებას ვეღარ ასწრებდა და ბიჭი კი არა, გოგოც სანატრელი გაუხდათ... საბედნიეროდ ყველაფერი კარგად დამთავრდა – ხუმრობის ავტორი ქმარმა ერთი კარგად მიბეგვა, შემდეგ დაისვენა და... დღეს ეს ოჯახი ორი ვაჟისა და ერთი გოგონას ბედნიერი მშობელია, ხუმრობის ავტორს კი გოგონა მოანათლინეს. 

4. ორმა მამაკაცმა გინეკოლოგმა სამსახურისაგან თავისუფალ დროს ქალებზე საუბარი გააბა და აღფრთოვანებით მსჯელობდნენ თუ როგორი ლამაზი თვალები ჰქონდა ერთ პაციენტ ქალს. ამას შეესწრო ერთ–ერთი მათგანის ცოლი, რომელმაც ცოტა ხანს ითმინა და მერე ქმარს დაუცაცხანა: რამდენჯერ უნდა გითხრა, ქალებს თვალებში ნუ უყურებ!!!

5. სტომატოლოგი და გინეკოლოგი დავობენ, ვისი სამუშაო ადგილი უფრო სუფთაა. სტომატოლოგმა პირის დაბინძურების წყაროდ ორალური სექსი დაასახელა.  გაბრაზებულმა გინეკოლოგმა კი უპასუხა: შენ ზევითა ხარ, მე ქვევით, როგორ აგიმღვრევ წყალსაო

 

 

 

    © Medea.Ge All Rights Reserved                                                                                                                 Created By Tsotne Chitiashvili