კვირა 14
უცნაურია, მაგრამ ქალების უმეტესობა სწორედ ამ ვადაზე გაისიგრძეგანებს ხოლმე რომ ორსულია და მალე დედა გახდება, როდესაც ტოქსიკოზი სუსტდება. ეს შეგრძნება ნელ–ნელა უფრო და უფრო მტკიცდება და თქვენს ყოველდღიურობას უფრო და უფრო სასიამოვნოს ხდის. სწორედ ეს დაგეხმარებათ ნებისმიერ წამალზე უფრო მეტად, რომ გაუმკლავდეთ დიდ და პატარა უსიამოვნებებს ორსულობის პერიოდში.
ნაყოფი 12,5 სმ–ია
პატარა უკვე ვარჯიშობს სუნთქვაში, ის იწოვს სანაყოფე წყლებს ფილტვებში და შემდეგ უკან უშვებს, შარდავს კიდეც, კუჭქვეშა ჯირკვალი გამოიმუშავებს ინსულინს, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია ნივთიერებათა ცვლისა და ზრდისათვის
ექიმთან პირველი ვიზიტი თუ წინა ორ კვირაში ვერ მოახერხეთ, ახლა მაინც აუცილებლად!
|