ელექტრონული სამედიცინო ბარათი  | მხოლოდ ჩვენთან | ორსულობის კალენდარი | ორსულობის კალკულატორი |    კონკურსები | ორსულობისას ჩასატარებელი გამოკვლევები| სამედიცინო ტექნიკა | ვაკანსიები |
 

 

კვირა 17

თქვენი ორგანიზმი ზრდის სისხლის მოცულობას, ეს აუცილებელია, რომ პატარას მზარდი მოთხოვნები საკვებზე და ჟანგბადზე დააკმაყოფილოს. თქვენს გულს საქმე მოემატა. ამიტომ გულის მიერ გადატუმბული სისხლის რაოდენობა 20%–ით იზრდება. ეს თქვენთვის შეუმჩნეველი არ დარჩება. არ გაგიკვირდეთ, თუ გაძლიერდა ოფლის გამოყოფა და საშოს სეკრეტის გამოყოფა. (გამონადენი სასქესო გზებიდან). ეს ყველაფერი არის შედეგი ზედმეტი სითხის ცირკულაციისა თქვენს ორგანიზმში. ყოველივე ეს მოითხოვს მცირე ჰიგიენურ კორექციას, მაგრამ საშიში არ არის.

თქვენი საშვილოსნოს ფუძე უკვე შუა გზაზე ბოქვენსა და ჭიპს შორის.

არ დაგავიწყდეთ ალფა–ფეტოპროტეინი, ქორიონული გონადოტროპინი, ესტრიოლი. იხ. მე–16 კვირა

ნაყოფის წონა 140 გრამია

არავითარი ახალი სტრუქტურა ახლა არ ფორმირდება, მაგრამ პატარა სწავლობს ყოველივე იმის გამოყენებას, რაც მას უკვე აქვს. ის რეაგირებს ხმაურზე. ეს ექოსკოპიურადაც შეიძლება დაფიქსირდეს. ეს იმას ნიშნავს, რომ მის ესთეტიკურ აღზრდაზე ზრუნვის დროა.
 
ამ კვირიდან დაიწყეთ "კონცერტები მსმენელთა მოთხოვნით" . სცადეთ ყველანაირი რეპერტუარი, ხალხურიდან რეპამდე. საქმეში ჩართეთ მამაც. თუ სიმღერა არ შეუძლია, უბრალოდ მაინც დაელაპარაკოს. მამის ხმა საურველია, დაბადებამდე დაიმახსოვროს შვილმა. მართალია მუსიკის ავკარგიანობას ნაყოფი ჯერ ვერ შეაფასებს, მაგრამ რა მოსწონს და რა არა, ამას მიხვდებით, როგორ "იტლინკავებს" პატარა თქვენში. რამდენიმე თვეში, როცა დაიბადება, მისი მუსიკალური გემოვნება უკვე ჩამოყალიბებული იქნება

 

 

 

 

 

    © Medea.Ge All Rights Reserved                                                                                                                 Created By Tsotne Chitiashvili