ელექტრონული სამედიცინო ბარათი  | მხოლოდ ჩვენთან | ორსულობის კალენდარი | ორსულობის კალკულატორი |    კონკურსები | ორსულობისას ჩასატარებელი გამოკვლევები| სამედიცინო ტექნიკა | ვაკანსიები |
 

 

კვირა 21

ყველა, ვინც ცდილობს, თქვენი პატარას სქესი დაადგინოს, იყენებს ჩრდილოელი შამანების ან ჩინელი მკითხავების მეთოდებს, ყოველივე ეს რა თქმა უნდა არაზუსტია, მაგრამ საკმაოდ კარგი გასართობია და თუ გნებავთ გაერთეთ.  ზოგს პირიქით აღიზიანებს კიდეც.

რაც არ უნდა იყოს მათი გამართლების ალბათობა 50%–ია, ან გოგონა იქნება ან ვაჟი, თუმცა სომხეთის რადიოს ანეკდოტს თუ დავუჯერებთ, რომ გაიზრდება სქესს თვითონ აირჩევს.

ექოსკოპია 100%–ით არ იძლევა სქესის ცალსახად განსაზღვრის საშუალებას. ზოგჯერ ჰიპერტროფირებული ან ერეგირებული კლიტორი ექოსკოპისტებს პენისში ეშლებათ. ექოსკოპისტის მიერ ნათქვამი სქესი 85–90%–ით მართლდება.

სქესის შეცდომა ექოსკოპისტებს ყოველთვის ეპატიებათ. ჩვენი ადმინისტრაცია ექოსკოპისტს არასოდეს არ გაკიცხავს სქესის არასწორად გამოცნობის გამო.

თუ თქვენ სქესის განსაზღვრა გინდათ აბორტის გასაკეთებლად, ჩვენ ამას ვერასოდეს გავიგებთ. ჩვენ უფრო "ლეკვი ლომისა სწორიას " მომხრენი ვართ. მიმოიხედეთ ირგვლივ, რამდენი უშვილო ოჯახია, თქვენ ღმერთმა შვილი გაჩუქათ, გოგონაა თუ ვაჟი, მიიღეთ ღვთის საჩუქარი მადლიერებით.

თუ მაინც ვერ ისვენებთ და გინდათ სქესი წინასწარ გაიგოთ, მაშინ მოემზადეთ დამატებითი და უაზრო ხარჯისათვის.  ერთადერთი გზა სქესის ზუსტი დადგენისა არის 12 კვირაზე დედის სისხლში Y ქრომოსომისათვის დამახასიათებელი გენის აღმოჩენა, რაც მოლეკულურ–ბიოლოგიური მეთოდებით არის შესაძლებელი.

ნაყოფი ჯერ კიდევ თავისუფლად მოძრაობს და მალაყებს ჭიმავს საშვილოსნოს ღრუში
. დღეს ფხიზლობს თავით ქვემოთ, ხვალ სძინავს ჰორიზონტალურად, ზეგ კი თავს ურტყამს საშვილოსნოს ფუძეს. თქვენი შეგრძნებები კი სულაც არ აღელვებს. ამ ტრიმესტრის ბოლოს კი რომელიმე მდგომარეობაში გაჩერდება. თუმცა ზოგიერთები გაცილებით უფრო გვიან ვადებამდე ახერხებენ ტრიალსა და ყირაობას.

ეხლა თქვენი პატარა 370 გრამია.

 

 

 

 

    © Medea.Ge All Rights Reserved                                                                                                                 Created By Tsotne Chitiashvili