ელექტრონული სამედიცინო ბარათი  | მხოლოდ ჩვენთან | ორსულობის კალენდარი | ორსულობის კალკულატორი |    კონკურსები | ორსულობისას ჩასატარებელი გამოკვლევები| სამედიცინო ტექნიკა | ვაკანსიები |
 

 

კვირა 37

ორსულობა უკვე ფინიშის სწორზე გავიდა. ახლა სამშობიარო მოქმედება რომც დაიწყოს, ექიმები არც ეცდებიან მის შეჩერებას.

ეცადეთ მეტი გაიგოთ სამშობიარო სახლზე, სადაც აპირებთ მშობიარობას, შეიძლება თუ არა მეუღლის დასწრება და სხვ. ახლა ორიოდ სიტყვა ახალშობილის ბუნებრივ კვებაზე. ვერანაირი ხელოვნური საკვები ვერ შეედრება ძუძუთი კვებას. ასეთი ბავშვები ნაკლებად ავადდებიან ინფექციური დაავადებებით, ნაკლებად ალერგიულები არიან და მომავალში უფრო ინტელექტუალურებია არიან. მეძუძურ დედას კი ჯილდოდ ის დადებითი ემოციური ფონი, რომელიც ძუძუთი კვებისას ექმნება, დადებით გავლენას ახდენს ჯანმრთელობაზე, ამცირებს ძუძუს კიბოს რისკს.

თუ რაიმე ობიექტური მიზეზის გამო ძუძუთი კვება არ შეიძლება, აუცილებელია სერიოზული მიდგომა კვებისადმი და სპეციალისტებთან კონსულტაცია.

ბავშვი კი კვლავ იზრდება, ის სუნთქვაში ვარჯიშობს, ახდენს ამნიონურ სითხის "შესუნთქვა–ამოსუნთქვას," პერიოდულად კი ასლოკინებს კიდეც.


 

 


 

 

    © Medea.Ge All Rights Reserved                                                                                                                 Created By Tsotne Chitiashvili