ელექტრონული სამედიცინო ბარათი  | მხოლოდ ჩვენთან | ორსულობის კალენდარი | ორსულობის კალკულატორი |    კონკურსები | ორსულობისას ჩასატარებელი გამოკვლევები| სამედიცინო ტექნიკა | ვაკანსიები |
 

 

კვირა 38

შეიძლება ხანდახან გაგიჩნდეთ შეგრძნება, თითქოს დენი გადის მუცლის ქვედა მხრიდან ფეხებისაკენ. ეს იმითაა გამოწვეული, რომ ნაყოფი ჩადის ქვემოთ მენჯისაკენ და აწვება ნერვულ დაბოლოებებს.

ჩვენ საკმაო დრო დავუთმეთ მშობიარობის პროცესს. ახლა ვისაუბროთ კიდევ ერთ საკითხზე – ოჯახის წევრების (პირველ რიგში მეუღლის) დასწრებაზე მშობიარობისას. საზღვარგარეთ ეს მიღებული პრაქტიკაა. საქართველოს კერძო სამშობიაროებშიც ეს უკვე მასობრივად ინერგება. იმის შეგრძნება, რომ თქვენი მეუღლე ამ დროს თქვენს გვერდით იმყოფება, უკვე დამამშვიდებლად იმოქმედებს თქვენზე. მისთვისაც კარგია რომ ნახოს მშობიარობის პროცესი, თქვენ უფრო დაგაფასებთ. გარდა ამისა ქმრები უშუალოდ მონაწილეობენ მშობიარობის პროცესში, ექიმის ან მედდის ხელმძღვანელობით აკეთებენ იმას რაც შეუძლიათ – სათბურას ან ყინულიანი პაკეტების დადება, ბავშვს იყვანენ ხელში. ახდენენ ჭიპლარის გაკვანძვას და გადაჭრას. ჭიპლარში არ არის ნერვული დაბოლოებები, ასე რომ ვერც მშობირეს და ვერც ბავშვს ამით ტკივილს ვერ მიაყენებ.

ყველა ქმარი ამისათვის მზად არ არის, აი ყანწების ტრიალისათვის კი ყველა ნამდვილად მზადაა. ამიტომ თუ თქვენს სამშობიაროში დასაშვებია ქმრის დასწრება მშობიარობაზე, სცადეთ მისი ფსიქოლოგიური შემზადება ამისათვის. ჯერ გაისარჯოს, რომ მშობიარობის შემდეგ ქეიფი და დროსტარება დაიმსახუროს.მისი როლი მშობიარობისას მხოლოდ თქვენი ხელის დაჭერაში და სიტყვიერ გამხნევებაში გამოიხატოს, უკვე დიდი დახმარებაა თქვენთვის, ექიმთა ბრიგადისთვისაც და საკმაოდ ძნელია ფსიქოლოგიურად მისთვის.

ყველა ვარიანტში მეუღლის დასწრებისა და მისი როლის საკითხი უნდა შეათანხმოთ მეანთან.

პატარა უკვე ყოველდღიურად 28–30 გრამს იმატებს. უკვე შეარჩიეთ მისთვის სახელი? თუ არა იჩქარეთ.


 

 


 

 

    © Medea.Ge All Rights Reserved                                                                                                                 Created By Tsotne Chitiashvili