ელექტრონული სამედიცინო ბარათი  | მხოლოდ ჩვენთან | ორსულობის კალენდარი | ორსულობის კალკულატორი |    კონკურსები | ორსულობისას ჩასატარებელი გამოკვლევები| სამედიცინო ტექნიკა | ვაკანსიები |
 

 

კვირა 40

თქვენი ორგანიზმი დიდი ხანია ემზადებოდა ამ მომენტისათვის და აი, ისიც დადგა. თუმცა უნდა ავღნიშნოთ, რომ ეს თარიღი არასოდეს არ არის აბსოლუტურად ზუსტი. სინამდვილეში მხოლოდ ქალების 4% აჩენს ზუსტად ამ ვადაზე. +/– 2 კვირის ვადა სრულიად ნორმალურია და მისაღები.

არ აქვს მნიშვნელობა რომელი მეთოდით გაჩნდა თქვენი შვილი. არ არის საჭირო გაწითლდეთ იმ სიტყვებისათვის, რასაც ყვიროდით მშობიარობისას. ყველა ვარიანტში თქვენ გმირობის ტოლფასი უზარმაზარი საქმე გააკეთეთ.

ალბათ თქვენი შვილი იმ პატარათა 96%–ს მიეკუთვნება, რომლებიც თავით წინ იბადებიან. როგორც კი ნაყოფის თავი გამოდის ვულვიდან, ექიმი იწყებს ვაკუუმ–ასპირატორით ნაყოფის სასუნთქი გზებიდან ლორწოს მოცილებას. ეს უადვილებს პატარას პირველ შესუნთქვას. ამ მომენტს თქვენ გაიგებთ პატარას ყვირილით, რომლითაც ის გაგებინებთ თავის ამქვეყნად მოსვლას. ადამიანი დაიბადა!

ისეც ხდება, რომ პირველი ყვირილი აგვიანებს. ამისი მიზეზი ბევრია – წარმოიდგინეთ, თქვენმა შვილმა ახლახანს სძლია სერიოზულ წინააღმდეგობას, დასტოვა კომფორტული მდგომარეობა საშვილოსნოში, სადაც 37 გრადუსია ცელსიუსით და გამოვიდა სამშობიარო დარბაზში, სადაც მხოლოდ 24 გრადუსია. თქვენ, ზრდასრულს, ზაფხულის ცხელ დღეს ხომ გიჭირთ ზღვაში ან მდინარეში საბანაოდ შესვლა? თანაც აქ ტემპერატურათა სხვაობა უფრო მეტია. ამას ემატება განათებულობის მკვეთრი ცვლილება – წარმოიდგინეთ საღამოს წყნარად ზიხართ სადმე პარკში და უცე ვიღაცამ პირდაპირ აეროპორტის პროჟექტორი მოგანათოთ. გარდა ამისა ხმაურიც სულ სხვაა. ერთბაშად ამდენი სტრესი ბევრი არ არის? ამას ყველაფერს ემატება ახალშობილის ორგანიზმში ადრენალინის მკვეთრი გამოყოფა.

ასე რომ პირველი წამოყვირების დაგვიანება შესაძლებელია. იოლ შემთხვევებში პატარა ყვირილს იწყებს ფეხის ტერფებზე მსუბუქი ჩქმეტის შემდეგ. ყოველ შემთხვევაში ექიმები სწორედ იმიტომ არიან დარბაზში, რომ ბავშვის დაბადება მაქსიმალურად კომფორტული გახადონ.

შემდეგ ხდება ჭიპლარის დამუშავება და გადაჭრა, პატარას შეფასება ქულებით. თქვენ ბავშვს მაშინვე გაჩვენებენ და გეტყვიან მის სქესს. შემდეგ კი წაიყვანენ ბავშვთა განყოფილებაში, სადაც უკვე პედიატრები მიხედავენ.

რამდენიმე დღეში კი სამშობიაროდან გაგწერენ და იწყება ახალი და ბედნიერი ცხოვრება თქვენ შვილთან ერთად...

 

 

 


 

 

    © Medea.Ge All Rights Reserved                                                                                                                 Created By Tsotne Chitiashvili