ელექტრონული სამედიცინო ბარათი  | მხოლოდ ჩვენთან | ორსულობის კალენდარი | ორსულობის კალკულატორი |    კონკურსები | ორსულობისას ჩასატარებელი გამოკვლევები| სამედიცინო ტექნიკა | ვაკანსიები |
 


დედათა სიკვდილობის ძირითადი მიზეზები

არ შეგეშინდეთ – დღეს საქართველოში მშობიარობაზე უფრო საშიში ავტომობილის მართვაა. დედათა სიკვდილობა ძალიან იშვიათია, მაგრამ სამწუხაროდ შემთხვევები არის და მათი უმეტესების თავიდან აცილება შეიძლება.

ორსულობასთან დაკავშირებულ დედის სიკვდილობად ითვლება ქალის გარდაცვალება ორსულობის შეწყვეტიდან 42 დღის განმავლობაში. დედათა სიკვდილობის მიზეზები მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიხედვით შემდეგინაირად კლასიფიცირდება:

1. ძლიერი სისხლდენა – 25%

2. ინფექციური გართულებები, სეფსისი – 15%

3. ეკლამპსია – 12 %

4. სამშობიარო გზების ობსტრუქციული მიზეზები (ანატომიურად ვიწრო მენჯი, სამშობიარო გზებში სიმსივნური წარმონაქმნები) – 8%

5. აბორტის შემდგომი გართულებები – 13%

6. სხვა პირდაპირი მიზეზები – 8%

7. სხვა არაპირდაპირი მიზეზები – 20 %

სამწუხაროდ ანალოგიური სტატისტიკა საქართველოსათვის არ არსებობს, ამიტომ ციფრებს ჭორების დონეზე ვერ მოვიყვანთ, თუმცა ძირითადი მიზეზები იგივე იქნება, უბრალოდ პროცენტების გადანაწილება შეიძლება განსხვავებული აღმოჩნდეს.

ფაქტია რომ დედათა დაღუპვა უმეტეს შემთხვევაში ორსულობის პერიოდში არასაკმარისი პატრონაჟის ბრალია და არა უშუალოდ სამშობიაროში მეანის არაკვალიფიციური ქმედების, რომელიც ხშირად ორსულს პირველად ხედავს სამშობიარო მოქმედების დაწყების შემდეგ და ძალიან ცოტა დრო აქვს ორსულობის პერიოდში არსებული პრობლემების დიაგნოსტირებისა და შესაძლო გართულებების თავიდან აცილებისათვის.

რა შეგვიძლია ვურჩიოთ მომავალ დედებს – ეს რჩევები რა თქმა უნდა გარკვეულ ხარჯებთან არის დაკავშირებული, მაგრამ ჯანმრთელობა კიდევ უფრო ძვირი ღირს, ამიტომ:

1. პატრონაჟის ეტაპზე აიყვანეთ კვალიფიციური მეან–გინეკოლოგი და ზუსტად შეასრულეთ მისი დანიშნულება

2. მეანი, რომელმაც უნდა გამშობიაროთ, აუცილებლად აიყვანეთ მშობიარობამდე 4–5 კვირით ადრე და გააცანით დეტალებში ორსულობის მიმდინარეობა

არის კიდევ რამდენიმე რჩევა მესამე ტრიმესტრის ორსულებისათვის, რომლებიც მკვეთრად ამცირებენ ეკლამპსიის რისკს

1. ყოველდღიურად გაიზომეთ არტერიული წნევა. თუ 130/85 და მეტია, დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს. თუ დაბალ წნევას ატარებთ, 20 ერთეულით მომატება უკვე საყურადღებოა.

2. კვირაში ერთხელ გაიკეთეთ შარდის ანალიზი – ჩვენ ორსულებისათვის სპეციალურად შემოვიღეთ შარდის  ექსპრეს ანალიზი, რომლის ღირებულება მხოლოდ 4 ლარია.  ამ დროს 10 ძირითადი პარამეტრის განსაზღვრა ხდება ავტომატური ანალიზატორით, რომელთაგან უმთავრესი ცილაა.

3. ცილის არსებობის შემთხვევაში სასურველია მისი ყოველდღიური კონტროლი. ეს შეგიძლიათ თვითონაც გააკეთოთ ტესტ–ჩხირების დახმარებით. ეს ჩხირები შეგიძლიათ შეიძინოთ ჩვენ პარტნიორ "ბიომარ ჯორჯიასთან"  ან სხვა ნებისმიერი, რომელიც სამედიცინო ტექნიკის მაღაზიებში იყიდება.

4. მესამე ტრიმესტრში ერთხელ მაინც გაიკეთეთ სისხლის შემადედებელი სისტემის სრულფასოვანი გამოკვლევა – კოაგულოგრამა

    © Medea.Ge All Rights Reserved                                                                                                                 Created By Tsotne Chitiashvili