ელექტრონული სამედიცინო ბარათი  | მხოლოდ ჩვენთან | ორსულობის კალენდარი | ორსულობის კალკულატორი |    კონკურსები | ორსულობისას ჩასატარებელი გამოკვლევები| სამედიცინო ტექნიკა | ვაკანსიები |
 

 

კვირა 6

თუ თქვენ ადრეული ტოქსიკოზის "მშვენება" გიწერიათ რომ განიცადოთ, ამ კვირაში გულისრევა გაძლიერდება. ბევრ ქალს უჩნდება მომეტებული მგრძნობელობა სხვადასხვა სუნებზე, უძლიერდება ნერწყვის გამოყოფა. სარძევე ჯირკვლების "გადიდების" შეგრძნებას შეიძლება დაემატოს პერიოდული "ჩხვლეტის" შეგრძნებები იმავე არეში

როგორც ავღნიშნეთ, ყოველივე ამის მიზეზი ჰორმონული ცვლილებებია და მათი დანიშნულებაა თქვენი პატარას ზრდის ხელშეწყობა. ის ფაქტი, რომ ორგანიზმი ასე რეაგირებს ჰორმონული ფონის ცვლილებაზე, ეს უფრო შესაძლო თანმხლები ეფექტია

რადგან საერთო მდგომარეობის გაუარესების მიზეზს ვერ აღმოვფხვრით, საჭიროა როგორღაც შევეგუოთ მას. აი რამდენიმე სასარგებლო რჩევა;

  • გაგრძელეთ ან ახლავე დაიწყეთ ორსულისათვის განკუთვნილი ვიტამინების მიღება (ექიმის დანიშნულებით!) და ეცადეთ მიიღოთ ისეთ დროს, როდესაც ღებინება ნაკლებად გაწუხებთ. ეს შეამცირებს ტოქსიკოზის უსიამოვნო გამოვლინებებს.

  • სცადეთ ჭამოთ ნაკლები და ხშირხშირად, დღეში 6–7–ჯერ. პირველი ჭამა მოიწყეთ პირდაპირ საწოლში ან ადგომისთანავე, ბოლო კი დაძინებამდე 1 სთით ადრე
    არ დაივიწყოთ სითხემიიღეთ წვენი, მინერალური წყალი, წვნიანი ხილი და ბოსტნეული. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გულისრევისას, ამ დროს ორგანიზმი კარგავს ბევრი სითხეს

  • ეტი დაისვენეთ. დაწექით ადრე და გაიღვიძეთ გვიან. არ გადაიტვირთოთ თავი დღის განმავლობაში, განსაკუთრებით დილიდან
              
  • ეცადეთ გაექცეთ თქვენთვის გამაღიზიანებელ სუნის მქონე ნივთიერებებს (სუნამო,დეზადორი, საკვები და სხვ) და უსიამოვნო გემოს მქონე საკვებს. ოჯახის წევრებმა აუცილებლად უნდა გაითვალისწინონ თქვენი ასეთი მდგომარეობა. ზოგი ქალი ამტკიცებს, რომ დილიდან გულისრევის შეგრძნების შესუსტებას ხელს უწყობს კარგი კევი ან კბილის პასტა. სცადეთ თქვენც.

  • შეამცირეთ სტრესული დატვირთვა. თუ სტრესის წყაროს ვერ მოხსნით (მაგ. სამსახური), მაშინ მიმართეთ ფსიქოთერაპევტს დახმარებისათვის. ასევე კარგია აუტოტრენინგი, რომელიც ეფექტურია ადრეული ტოქსიკოზისას.

  • ზოგჯერ ამართლებს აღმოსავლური მედიცინააკუპუნქტურა, მაგრამ აქ სიფრთხილეა საჭირო, რომ აფერისტს არ გადაეყაროთ და დარწმუნებული უნდა იყოთ აკუპუნქტურის ჩამტარებლის პროფესიონალიზმში, წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება სიტუაცია გაიუარესოთ. ამიტომ კონსულტაცია მიიღეთ თქვენს ექიმთან.

რაც მთავარია, არავითარი თვითმკურნალობა. არანაირი პრეპარატი არ მიიღოთ თქვენი ექიმის გარეშე

პირველი კვირის რეკომენდაციები კვლავ ძალაშია  

ამ კვირაში თქვენი პატარის ორგანიზმში უამრავი რამ მოხდა, მაგრამ მათგან ორი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია:

1. მისი გული ამუშავდა! კარგი ექოსკოპიის აპარატით და ვაგინალური გადამწოდით შეიძლება დავინახოთ გულისცემა 4–6 მმ ზომის სხეულში!

2. დაიხურა ნერვული მილი, რაშიც დიდი როლი ითამაშა ფოლიუმის მჟავამ

გარდა ამისა
, დაიწყო კიდურების ფორმირება, ასევე ყელისა და ყურის. ინტენსიურად იზრდება პლაცენტასპეციალური ორგანო, რომელიც უზრუნველყოფს ნაყოფის სუნთქვას, კვებას და დაცვას, აგრეთვე ჰორმონების სინთეზსაც.

 

 

 

 

    © Medea.Ge All Rights Reserved                                                                                                                 Created By Tsotne Chitiashvili