ელექტრონული სამედიცინო ბარათი  | მხოლოდ ჩვენთან | ორსულობის კალენდარი | ორსულობის კალკულატორი |    კონკურსები | ორსულობისას ჩასატარებელი გამოკვლევები| სამედიცინო ტექნიკა | ვაკანსიები |
 

 

მხოლოდ ჩვენთან

როგორც გამოირკვა რომ სამედიცინო მომსახურების რამდენიმე სახეობაზე ვყოფილვართ მონოპოლისტები და ზოგიერთი რამ, რასაც ჩვენ ვაკეთებთ, არავინ ან ძალიან ცოტა ვინმე აკეთებს ქალაქში. კურიოზია, მაგრამ გარეუბანში მდებარე 225 კვ. მ–ზე განთავსებულ პატარა კლინიკა "მედეა"– ზოგიერთ მომსახურებაში არის აბსოლუტური და ნაწილობრივი მონოპოლისტი. ზოგ შემთხვევაში ეს მონოპოლია გამოიხატება საუკეთესო ხელსაწყოს ფლობაში, ზოგჯერ კი ტექნოლოგიის. ჩვენ მხოლოდ მივესალმებით თუ ჩვენი მონოპოლია მალე დამთავრდება, რადგან ეს არა მარტო პაციენტთათვის იქნება კარგი, არამედ ხელს შეუწყობს აღნიშნული მეთოდების პოპულარიზაციას.

  აბსოლუტური მონოპოლია

1.  12 არხიანი ჰოლტერის მონიტორირება კეთდება მხოლოდ ჩვენს სამედიცინო ცენტრში. ჰოლტერი რამდენიმე კლინიკაში კეთდება, მაგრამ 12 არხიანი ჰოლტერი ამჟამად მხოლოდ ჩვენ გვაქვს

2. ჩვენი NIKON-ის ფირმის კოლპოსკოპი საუკეთესოა თბილისში. კოლპოსკოპიის გაკეთება უნდა შეეძლოს ყველა თავმოყვარე გინეკოლოგს. ამჟამად თბილისში კოლპოსკოპების უმეტესობა ძველი რუსულია, ან ყოფილ სოციალისტურ ქვეყნებში დამზადებული და არანაკლებ 17–18 წლისაა დაბურული ლინზებით და ბუნდოვანი გამოსახულებით.

3. ჩვენ ვართ ერთადერთი დაწესებულება, რომელიც სპერმის ანალიზს აკეთებს WHO(World Health Organization) 1999 წ სტანდარტის მიხედვით, ე.ი. სპერმის დამუშავება და დათვლა ხდება ფაზოკონტრასტულ მიკროსკოპში 37 გრადუსზე გამთბარ მაგიდაზე, ხოლო სპერმის მორფოლოგიის შესაფასებლად ვიყენებთ პაპანიკოლაუს შეღებვას და პლან–აქრომატულ ობიექტივებიან მიკროსკოპს.

4. ამჟამად თბილისში საუკეთესო კარდიოექოსკოპი HP Sonos 5500 სწორედ ჩვენს კლინიკაშია.

5. მინი–ჰისტეროსკოპია. ჩვენთან შესაძლებელია ჰისტეროსკოპიის ჩატარება მინი–ჰისტეროსკოპით, რომელიც არ საჭიროებს ზოგად ანესთეზიას.

   ნაწილობრივი მონოპოლია

1. სატირალია, მაგრამ ჩვენ ვართ ერთ–ერთი იმ იშვიათ კლინიკათაგანი, რომელსაც შეუძლია ჰემოგლობინის ფოტომეტრული განსაზღვრა ციანიდური მეთოდით. ევროპასა და ამერიკაში სალის ჰემომეტრი დიდი ხანია აკრძალეს, საქართველოში ჯერ კიდევ ნებადართულია. მართალია ჰემოგლობინის განსაზღვრა ფოტომეტრულად 2 ლარით მეტი ღირს, მაგრამ უფრო სარწმუნოა და შეცდომის ალბათობა ბევრად ნაკლებია. კლინიკათა 90% რომ მოსთხოვოთ, ფოტომეტრულად ჰემოგლობინს ვერ გააკეთებს ადგილზე სათანადო ტესტ–სისტემის არქონის გამო. აქ სირთულე არაფერია, უბრალოდ კლინიკები სთავაზობენ პაციენტს იმას, რასაც ისინი თვითონ ითხოვენ, მაგრამ დროა რომ სალის ჰემომეტრი დაივიწყოს კლინიკამაც და პაციენტმაც. ეს ჰემომეტრი ჩვენთანაც არის ხმარებაში, მაგრამ ჩვენ პაციენტს არჩევანს მაინც ვთავაზობთ.

2. ჩვენი ყველა მიკროსკოპი ფიზიკურად ახალია ჰალოგენის განათებითა და მზის სხივის ტემპერატურასთან მიახლოებული სინათლის ტემპერატურით. გამოსახულების ხარისხი სტანდარტიზებულია და აღარ არის დამოკიდებული ოთახის განათებულობაზე, მოღრუბლულობაზე ან კვების ძაბვაზე.

სამედიცინო მომსახურების დანარჩენ ჩამონათვალში მონოპოლია ნამდვილად არ გვაქვს, თუნდაც იგივე ბიოქიმიური გამოკვლევები ბევრ კლინიკაში კეთდება მაღალხარისხოვნად, მაგრამ მაგალითისათვის ბიოქიმიური ანალიზების ფასი (ერთი ტესტი) 12–15 ლარის ფარგლებში მერყეობს, ხოლო ჩვენთან 7–10 ლარია. კვლევა გერმანული რეაქტივებით სრულდება სპექტროფოტომეტრზე, რომელიც 1 ნმ სიზუსტით აყენებს ტალღის სიგრძეს და სპექტრალური ზოლის სიგანე 2 ნმ–ია, რაც არასპეციფიკურ შთანთქმას პრაქტიკულად გამორიცხავს.

მთავარი მონოპოლია, რასაც ამჟამად ვფლობთ, ეს არის ყველაზე დაბალი ფასები უმაღლესი ხარისხის სამედიცინო მომსახურებაზე. გინეკოლოგთან ვიზიტი გინეკოლოგიური გასინჯვით ქალაქის სხვადასხვა კლინიკაში 15–დან 80 ლარამდეა (ნაცხის ანალიზის გარეშე). ჩვენთან 30 ლარი (ან 35 ლარი ნაცხის ანალიზის ჩათვლით), მაგრამ მასში შედის ერთჯერადი ჩუსტების, სკამზე ერთჯერადი საფენის, ერთჯერადი სარკის და 3ც  ერთჯერადი ნაცხის ასაღების ღირებულება. პრაქტიკულად ყველაფერი ერთჯერადია, რითაც კლინიკების უმეტესობა ვერ დაიკვეხნის.

გარდა ამისა, ჩვენი აზრით განსაკუთრებით მნიშვნელოვან გამოკვლევებზე მოქმედებს სპეციალური განსაკუთრებით დაბალი ფასები

სიამოვნებით მივიღებთ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ჩვენი მონოპოლია უკვე მონოპოლია აღარ არის და ქალაქში არსებობს რამდენიმე ალტერნატივა. ჩვენ გვესმის, რომ ამ გვერდს ნახავენ კლინიკათა მენეჯერები და ეცდებიან ყოველივე ამის დანერგვას თავისთან, რასაც როგორც უკვე ავღნიშნეთ, ჩვენ მხოლოდ მივესალმებით მონოპოლიის დაკარგვას და ყველა მსურველს დავეხმარებით აღნიშნული მეთოდების თავის კლინიკაში დანერგვაში.

 

 

 


 

    © Medea.Ge All Rights Reserved                                                                                                                 Created By Tsotne Chitiashvili